მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 5:47

46. ვინაიდან მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგანაც მან ჩემთვის დაწერა.47. მაგრამ თუ მისი წერილი არა გწამთ, როგორღა იწამებთ ჩემს სიტყვებს?
იოანეს სახარება თავი 5
47. მაგრამ თუ მისი წერილი არა გწამთ, როგორღა იწამებთ ჩემს სიტყვებს?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მე შეგასმინენ თქუენ მამასა; არს შემასმენელი თქუენი მოსე, რომელსა თქუენ ესავთ. უკუეთუმცა გრწმენა მოსჱსი, გრწმენა ჩემიცამცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა. უკუე-თუ წიგნთა მისთაჲ არა გრწამს, ვითარ-მე სიტყუათა ჩემთაჲ გრწმენეს?“ (5,45-47).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვი-თარმედ: ჩემითა შეურაცხებითა ჩემსა უწინარეს მას აგინებთ, რამეთუ მოსეს უფრო ურწმუნო ექმნენით, ვიდრეღა მე. ჰხედავა, ვითარ ყოველივე სიტყუაჲ მოუღო მათ? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: იტყოდეთ, თუ: ღმერთი გჳყუარს; და გამოვაჩინო, ვინაჲთგან მე მდევნით, არა გიყუარს; იტყოდეთ, ვითარმედ: შაბათსა დაჰჴსნი და შჯულსა გარდახუალ; ეგეცა შესმენაჲ გამოვაჩინე; ანუ რად იტყჳთ, თუ: მოსჱსსა ვისმენთ, და სიტყუათა მისთათჳს მდევნით? გამომიჩინებიეს, ვითარმედ ჩემითა დევნითა უფროჲსად შეურაცხ-ჰყოფთ მოსეს, და უფროჲს ყოველთა მან შეგასმინნეს თქუენ. და ესრეთ დაუყო მათ პირი, რაჟამს უჩუენა, ვი-თარმედ არცა მოსჱსი ჰრწამს, რამეთუ მან თქუა, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე მოვიდეს და იქმოდის სასწაულთა და მიგიყვანებდეს ღმრთისა და მომავალსა ყოველსა ჭეშმარიტებით იტყოდის, გრწმენინ მისი. და ესე ყოველი ქმნა ქრისტემან, რამეთუ სასწაულნი ქმნნა ჭეშმარიტებით, და ყოველთა ღმრთისა მიიყვანებდა და მომავალსა ყოველსა იტყოდა, და არა ჰრწმენა. უკუეთუ კულა თქუა, ვითარმედ: „მე წამებასა კაცისაგან არა მოვიღებ“, ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის