თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რაოდენი განყოფილებაჲ არს შორის მონათა და მეუფისა? რამეთუ მათ ზომითა აქუნდა მადლი და ესრეთ იქმოდეს სასწაულთა, ხოლო ღმერთი უშურველითა ძალითა იქმს ყოველსავე. ხოლო დაშთა ნეშტი იგი, - არა თუ ამისთჳს ქმნა, რაჲთამცა იხილეს კაცთა, არამედ რაჲთა არავინ თქუას, თუ: უცნებაჲ იყო საქმჱ იგი, ამისთჳსცა წინამდებარისა ნივთისაგან ქმნა იგი. ხოლო რაჲსათჳს, რომელ მოწაფეთა ეტჳრთა გოდრები? ამისთჳს, რამეთუ ენება, რაჲთამცა კეთილად სწავლულ იქმნნეს იგინი, რომელთა ეგულებოდა მოძღურებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ. და იყო ესე იუდაჲსიცა არამცირედი საშჯელი, რამეთუ ეტჳრ-თა მასცა გოდორი. და რაჲთა სცნა, ვითარმედ მათისა სწავლისათჳს ქმნა, ისმინე, ვითარ უკუანაჲსკნელ მოაჴსენებდა, ვითარმედ: „არა გულისხმაჰყავთა, რაოდენი გოდორი აღიღეთ?“ ; და რამეთუ სწორად რიცხჳსა მის მოწაფეთაჲსა იყვნეს გოდორნი. ხოლო კუალად სხუასა ჟამსა, რამეთუ უფრო სწავლულ იყვნეს, შჳდი აღიღეს2 და არა ათორმეტი, რამეთუ რაოდენი ენების, ესოდენი ყვის ნეშტი იგი. და პურთათჳს იქმნა დაშთომაჲ,...
იოანეს სახარება 6:12
11. აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა ჩამოურიგეს მსხდომარეთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი სურდა.12. როცა გაძღნენ, თავის მოწაფეებს უთხრა, აეკრიფათ ნარჩენები, რომ არაფერი დაკარგულიყო.13. მათაც აკრიფეს და გაავსეს თორმეტი კალათი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.
იოანეს სახარება თავი 6