მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 6:22

21. უნდოდათ ნავზე აეყვანათ, მაგრამ მაშინვე მიადგნენ ნაპირს, საითკენაც მიცურავდნენ.22. მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ არ იყო იქ სხვა ნავი, გარდა იმ ერთისა, რომელშიაც ისხდნენ მისი მოწაფეები, იესო კი არ მჯდარიყო ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებს გაეცურათ.23. ხოლო ტიბერიადიდან სხვა ნავებიც მიადგნენ იმ ადგილს, სადაც პური ჭამეს მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა.
იოანეს სახარება თავი 6
22. მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ არ იყო იქ სხვა ნავი, გარდა იმ ერთისა, რომელშიაც ისხდნენ მისი მოწაფეები, იესო კი არ მჯდარიყო ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებს გაეცურათ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხვალისაგან ერი იგი რომელ დგა წიაღ ზღუასა, უწყოდეს, რამეთუ სხუაჲ ნავი არა იყო მუნ, გარნა ერთი ხოლო, რომელსა შესრულ იყვნეს მოწაფენი იესუჲსნი, და რამეთუ არა შევიდა მათ თანა იესუ ნავსა მას“ (6,22).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას მოასწავებს მახარებელი სიტყუათა ამათგან, ვი-თარმედ ერიცა იგი დაღაცათუ არა განცხადებულად, არამედ იჭჳთრე ჰგონებდა საქმესა მას საკჳრველსა უფლისასა, რამეთუ იცოდესო, ვი-თარმედ სხუაჲ ნავი არა იყო მუნ, და ესეცა იცოდესო, ვითარმედ არა შევიდა იესუ მოწაფეთა თანა ნავსა მას. და ვითარცა პოვეს იგი კაფარნაუმს, რაჲმცა უკუე მოიგონეს სხუაჲ, გარნა ვითარმედ ზღუასა ზედა სლვითა მივიდა? და ამას ყოველსა ზედა წარვიდეს რაჲ და პოვეს, არა ჰრქუეს, თუ: ვითარ გამოჰვლე? არამედ: „ოდეს მოხუედო აქა?“ (6,25). გარნა ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „ოდეს მოხუედ“, ამისა ნაცვალი იყო, ვითარმედ: ვითარ მოხუედ? ხოლო იხილე სუბუქი იგი და არარას ზედა მტკიცჱ გონებაჲ მათი, რამეთუ რომელნი იტყოდეს, თუ: „წინაჲსწარმეტყუელი არს“, და ეძიებდეს მეფედ დასუმად, და პოვეს რაჲ, არარაჲ ჰრქუეს ესევითარი, არამედ სასწაული იგი დაჰვიწყებოდა და სხუასა ეძიებდეს ხილვად. ხოლო კეთილად ყო, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდა კაფარნაუმდ ფიცხელთა მათ თანა, პირველად სასწაული იგი პურთაჲ ქმნა, რაჲთამცა მოდრკეს გულნი მათნი, არამედ არა მოიქცეს იგინი, გარნა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის