მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 6:32

31. ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ზეცით მისცა მათ საზრდოდ პური.32. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური, არამედ მამაჩემი გაძლევთ ზეცით ჭეშმარიტ პურს.33. ვინაიდან პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას.
იოანეს სახარება თავი 6
32. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური, არამედ მამაჩემი გაძლევთ ზეცით ჭეშმარიტ პურს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მოსე მოგცა თქუენ პური ზეცით, არამედ მამამან ჩემმან მოგცა თქუენ პური ჭეშმარიტი ზეცით“ (6,32).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ რაჲსათჳს არა თქუა, ვითარმედ: არა მოსე მოგცა თქუენ, არამედ მე, არამედ მოსჱს წილ ღმერთი და მანანაჲსა წილ თავი თჳსი თქუა? ამისთჳს, რამეთუ ფრიადი იყო უძლურებაჲ იგი მათი, და ესე საცნაურ არს შემდგომთა მათგან სიტყუათა, რამეთუ ესრეთცა თქუა, და ეგრეთცა ვერვე დაიმჭირნა, დაღაცათუ პირველვე ეთქუა მათა, ვითარმედ: „მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთაგან და განსძეღით“. და ამის პირისათჳს შემდგომად ამისაცა ასწავა და ვერცა ეგრეთ განაყენნა გულისსიტყჳსა მისგან. არამედ რაჟამს სამარიტელსა აღუთქუმიდა მიცემად წყლისა, არა აჴსენა მამაჲ, არამედ თქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა იცოდე ნიჭი ღმრთისაჲ და თუ ვინ არს, რომელი გეტყჳს: მომეც მე წყალი, რაჲთა ვსუა, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი იგი ცხოველი“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „წყალი, რომელი მე მივსცე“. ხოლო აწ აქა მამასა აჴსენებს, რაჲთა სცნა შენ, თუ რაზომ იყო სამარიტელისა მის სარწმუნოებაჲ, და რაზომ იყო ჰურიათა მათ უძლურებაჲ. ხოლო მანანაჲ ვინაჲთგან ღრუბელთაჲთ იყო...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის