მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 6:34

33. ვინაიდან პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას.34. მაშინ უთხრეს: უფალო, ნუ მოგვიშლი ამ პურს.35. და უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს.
იოანეს სახარება თავი 6
34. მაშინ უთხრეს: უფალო, ნუ მოგვიშლი ამ პურს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მომეც ჩუენ პური ესე ჭამად“ (6,34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ხილულსა რასმე საქმესა ჰგონებდეს ყოფად და მუცლისა აღმოვსებად მოელოდეს და ამისთჳს ადრე მირბიოდეს საქმისა მის მიმართ, ხოლო ქრისტესა ენება გონებათა მათთა სიმაღლედ აღყვანებად მცირედ-მცირედ. ამისთჳსცა თქუა, ვითარმედ: „პური ღმრთისაჲ არს, რომელი მომავალ არს ზეცით და ცხორებასა მოსცემს სოფელსა“ (6,33), არა ჰურიასტანსა ოდენ, არამედ ყოველსა სოფელსა. და არა თქუა, თუ: საზრდელი, ოდენ ესრეთ ლიტონად, არამედ „ცხორებად“ უცხოდ და დიდებულად უწოდა; ხოლო „ცხორებად“ უწესს მას, რამეთუ მის მიერ განცხოველდეს ყოველნი კაცნი, რომელნი-იგი პირველ მომკუდარ იყვნეს. არამედ ჯერეთ იგინი ქუე დადრეკილ იყვნეს გონები-თა და ეტყოდეს, ვითარმედ: „მომეც ჩუენ პური ესე“; და თავადსა ენება მხილებად მათა, თუ ვითარ, ვიდრემდის ხილული ეგონა საზრდელი იგი, ეძიებდეს მას, და რაჟამს ცნეს, თუ სულიერი არს და უხილავი, არღარა. ამისთჳს ჰრქუა მათ:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის