მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 6:40

39. ხოლო ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ, რაც მომცა, არაფერი დავღუპო, არამედ ყველაფერი აღვადგინო უკანასკნელ დღეს.40. ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ხედავს ძეს და სწამს იგი, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვაღგენ მას უკანასკნელ დღეს.41. ხოლო იუდეველები დრტვინავდნენ მის გამო, რადგანაც თქვა: მე ვარ პური, რომელიც ჩამოველ ზეცით;
იოანეს სახარება თავი 6
40. ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ხედავს ძეს და სწამს იგი, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვაღგენ მას უკანასკნელ დღეს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუეს მას: რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმჱ ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მოავლინა მან. და მათ ჰრქუეს: რასა სასწაულსა იქმ, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს შენი? რასა იქმ?“ (6,28-30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უბოროტეს ნაყროვანებისა. ესე ზრქელჰყოფს გონებასა, ესე ჴორც-ჰყოფს სულსა, ესე დააბრმობს და არა უტევებს ზეახილვად. იხილეთ უკუე, ვითარ იქმნა ჰურიათაცა ზედა, რამეთუ ვინაჲთგან ნაყროვანებისა მიმართ მოსწრაფე იყვნეს და ყოვლითურთ სოფლისმოყუარე და არარას გულისხმა-ჰყოფდეს სულიერსა, ამისთჳს მრავალთა სიტყუათა ეტყოდა მათ ქრისტე სამხილებელად და შესარცხჳნებელად მათა, და არავე აღდგებოდეს, არამედ ჯერეთ ქუემდებარე იყვნეს. რამეთუ ჰრქუა მათ, ვითარმედ: „მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილნეთ სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით“. და მოწყლნა იგინი მხილებითა მით, უჩუენა, თუ ვითარისა საზრდელისა ჯერ-არს ძიებაჲ, რაჟამს-იგი ჰრქუა მათ, ვითარმედ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის