მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 6:43

42. და ამბობდნენ: განა ეს არ არის იესო, იოსების ძე, ვის დედ-მამასაც ჩვენ ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეცით ჩამოვედიო?43. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის.44. ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
იოანეს სახარება თავი 6
43. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „დრტჳნვიდეს მისთჳს ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ, და იტყოდეს: არა ესე არს იესუ, ძჱ იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს აწ ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?“ (6,41-42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „რომელთაჲ ღმერთი მუცელი არს, და დიდებაჲ მათი არს სირცხჳლსა შინა მათსა“, ვითარცა მოციქული იტყჳს ჰურიათათჳს; და ესე საცნაურ არს პირველთა მათცა სიტყუათაგან და საცნაურ არს აწინდელთა ამათცა სიტყუათაგან, რაჟამს-იგი მოუჴდეს ქრისტეს, რამეთუ ოდეს-იგი პური მისცა მათ და მუცელი მათი აღმოავსო, წინაჲსწარმეტყუელით ჰხადოდეს მას და მეფედ დადგინებად ეძიებდეს, ხოლო რა-ჟამს-იგი სულიერისა მის საზრდელისათჳს ასწავებდა და ცხორებისათჳს საუკუნოჲსა, რაჟამს-იგი ქუეყანისა ამის ხილულთაგან საქმეთა აღამაღლებდა და აღდგომისათჳს ეტყოდა და გონებათა მათთა წმიდა-ჰყოფდა, რაჟამს-იგი უმეტესად ჯერ-იყო განკჳრვებაჲ და თაყუანის-ცემაჲ მისი, მაშინ უმეტესად დრტჳნვენ.

არამედ მითხართღა თქუენ, ჵ ჰურიანო, უკუეთუ ეგე არს წინაჲსწარმეტყუელი იგი,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის