მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 6:54

53. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში.54. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.55. რადგანაც ჩემი ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი.
იოანეს სახარება თავი 6
54. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სიტყუაჲ ესე: „ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა შჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და ჰსუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავისა თქუენისაჲ. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (6,53-54).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს სულიერთა საქმეთათჳს ვიტყოდით, ნუმცა რაჲ არს მას ჟამსა სოფლისა საქმეთაგანი სულთა შინა ჩუენთა, ნუმცა რაჲ იპოვების მიწისაგანი და ქუეყანისაჲ, არამედ ყოველივე ესევითარი მას ჟამსა წარვდევნოთ ჩუენგან და მიუპყრნეთ ყურნი ჩუენნი და გულნი სიტყუათა მათ საღმრთოთა სმენასა; რამეთუ უკუეთუ მეფჱ რაჲ მივალნ, ყოველივე ამბოხებაჲ დაწყნარებულ იქმნის ადგილთა მათგან, რომელთა მივალნ, არა უფროჲსად ვყოთა დაწყნარებაჲ, რაჟამს სული წმიდაჲ გუეტყოდის ჩუენ, და მყუდროებით და ძრწოლით ვისმენდეთ მისსა? რამეთუ ძრწოლისაცა დიდისა ღირს არიან სიტყუანი ესე, რამეთუ იტყჳს:

სააღდგომო ეპისტოლე 2020 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:

ქრისტე აღდგა!

დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი... გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, ტყვენი ცოდვისანი განათავისუფლა და მაცხოვნებლად კაცთა გამოჩნდა, - გიხაროდეთ!

მისი ძალის დაფარვა სურდათ და ვერ შეძლეს, მისი სიმართლის დამცირება უნდოდათ და ვერ მოახერხეს, ვერაგობა განიზრახეს და ჭეშმარიტების გამობრწყინვებით გაწბილდნენ (წმ. იოანე მთავარეპისკოპოსი), რადგან

ქრისტე აღდგა!

აქებდით მას მართალნი ქვეყანისანი, - მთავარნი და მსაჯულნი, ჭაბუკნი და ქალწულნი, ძლიერნი და უძლურნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა... ყოველი სული აქებდით უფალსა (; 150,6).

  • რა არის ამ საყოველთაო სიხარულის მიზეზი?

  • ვიცით, რომ შემოქმედისაგან და სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე სამოთხისაგან ჩვენს პირველმშობელთა განდგომამ როგორც...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის