მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 6:62

61. ხოლო იესომ თვითონვე იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: ნუთუ ეს გაცდუნებთ თქვენ?62. მაგრამ თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც პირველად იყო?63. სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე.
იოანეს სახარება თავი 6
62. მაგრამ თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც პირველად იყო?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე დაგაბრკოლებსა, უკუეთუ იხილოთ ძჱ კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ?“ (6,61-62).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ნიკოდემოსსცა ეტყოდა, ვითარმედ: „არავინ აღვიდა ზეცად, გარნა ზეცით მოსრული იგი ძჱ კაცისაჲ, რომელი იყო ზეცას“. რაჲ არს? ნუუკუე დაფარულებასა დაფარულთა ზედა დაჰრთავსა? გარნა არა, - ნუ იყოფინ! - არამედ სიმაღლითა მით და სიმრავლითა სწავლათა მისთაჲთა ენება მოქცევაჲ მათი. რამეთუ რომელმან თქუას ესე ლიტონად, თუ: „გარდამოვჴედ ზეცით“, და სხუაჲ არარაჲ შესძინოს, უფროჲსად დააბრკოლებს, ხოლო მისნი იგი სიტყუანი, რომელ იტყოდა, თუ: „ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი ცხორებაჲ არს სოფლისაჲ“, და ვითარმედ: „ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, მეცა ცხოველ ვარ მამისათჳს“, და ვითარმედ: „ზეცით გარდამოვჴედ“, - ესე ყოველი დამჴსნელი იყო ურწმუნოებისაჲ. რამეთუ რომელმან ერთგზის თქუას რაჲმე, ნუუკუედა საეჭუელცა იქმნას, თუ არა ჭეშმარიტ არს, ხოლო რომელი ესრეთ მრავალგზის და მრავალთა მოწამეთა წამებითა და საქმითა ესეოდენითა გამოაჩინებდეს სიტყჳსა თჳსისა ჭეშმარიტებასა, იგი ყოველსავე იჭუსა უჩინო-ჰყოფს. ეგრეთ უკუე უფალი იქმოდა, ხოლო ყოველსავე იქმოდა და იტყოდა, რაჲთამცა განარინნა იგინი გულისსიტყჳსა მისგან, რომელ ძედ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის