მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 6:8

7. ფილიპემ მიუგო, ყველას რომ ცოტ-ცოტა ერგოს, ორასი დინარის პურიც არ ეყოფა ამათ.8. ხოლო ერთმა მისმა მოწაფემ, ანდრიამ, სიმონ-პეტრეს ძმამ, უთხრა:9. აქ არის ერთი ყმაწვილი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამოდენა ხალხისთვის?
იოანეს სახარება თავი 6
8. ხოლო ერთმა მისმა მოწაფემ, ანდრიამ, სიმონ-პეტრეს ძმამ, უთხრა:
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად წიაღჴდა იესუ ზღუასა მას გალილეაჲსასა, რომელ არს ტიბერიისაჲ. და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა. და აღვიდა მთასა იესუ და დაჯდა მოწაფეთა თჳსთა თანა. და იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული ჰურიათაჲ“ (6,1-4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტთა კაცთა ნუმცა ფრიად აღვერევით, ძმანო, არამედ ოდეს ჩუენსა სათნოებასა არა ევნებოდის, ადგილ-ვსცემდეთ მათსა უკეთურებასა და განვეშორებოდით; რამეთუ აჰა ესერა უფალი ფრიადისა მის ფარისეველთა და სხუათა ჰურიათა უკეთურებისათჳს მივიდა გალილეას, რაჲთამცა შური და რისხვაჲ მათი დაშრიტა, და აწ კუალად წიაღჴდა ზღუასა მას და წარვიდა მთად კერძო.

„და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა“. გარნა არა იტყჳს მახარებელი თჳთოეულად სასწაულთა მათ, რამეთუ ამან ისწრაფა, რაჲთამცა უფროჲსად სწავლანი უფლისანი, რომელნი ჰრქუნა ჰურიათა, იგინიმცა მოგჳთხრნა. და აჰა ესერა წელიწდისაჲ მის არარაჲ სასწაული თქუა, გარნა ოდენ განრღუეულისაჲ მის და ძისა სამეუფოჲსა მის კაცისაჲ, რამეთუ შეუძლებელ იყო ყოველთა სასწაულთა მისთა თქუმაჲ....

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის