მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 7:11

10. მაგრამ, როცა მისი ძმები ავიდნენ, თვითონაც ავიდა დღესასწაულზე; მხოლოდ გაცხადებულად კი არა, არამედ ფარულად.11. იუდეველები კი ეძებდნენ დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო?12. და იყო მასზე დიდი მითქმა-მოთქმა ხალხში; ერთნი ამტკიცებდნენ, კეთილიაო, მეორენი კი ამბობდნენ: არა, მხოლოდ ხალხს აცდუნებსო.
იოანეს სახარება თავი 7
11. იუდეველები კი ეძებდნენ დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ჰურიანი ეძიებდეს მას და იტყოდეს: სადა-მე არს იგი?“ (7,11).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილ რაჲმე არიან საქმენი მათნი, რომელთა დღესასწაულთა შინა იქმოდეს! რამეთუ კლვად განემზადებოდეს მარადის და დღესასწაულთა შინა ისწრაფდეს შეპყრობად მისა. რამეთუ ეგრეთვე სხუასაცა ადგილსა იტყოდეს, ვითარმედ: „რასა ჰგონებთ, არამცა მოვიდა იგი დღესასწაულსა ამას?“

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის