მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 7:17

16. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემი მოძღვრება ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებლისა.17. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, შეიცნობს, ვისია ეს მოძღვრება: ღმრთისაგან არის თუ ჩემით ვლაპარაკობ.18. ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს, ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია, და უსამართლობა არ არის მასში.
იოანეს სახარება თავი 7
17. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, შეიცნობს, ვისია ეს მოძღვრება: ღმრთისაგან არის თუ ჩემით ვლაპარაკობ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ვინმე ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მან მო-ძღურებაჲ ესე, ვითარ-რაჲ არს: ღმრთისაგან არს, ანუ მე თავით ჩემით ვიტყჳ“ (7,17).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს? ესე იგი არს, ვითარმედ: უგულისხმოებაჲ ეგე აჴოცეთო და რისხვაჲ და შური და სიძულილი, რომელი გაქუს ჩემდა მომართ ამაოდ, და მაშინ არღარაჲ იყოს დამაყენებელ თქუენდა ცნობად სწავლაჲ ესე ჩემი, ვითარმედ ჭეშმარიტად სიტყუანი ღმრთისანი არიან, რამეთუ აწ ბოროტნი ეგე ზრახვანი თქუენნი დაგაბნელებენ და არა გიტევებენ გულისხმის-ყოფად სიტყუათა ჩემთა. უკუეთუ კულა ყოველივე ეგე ბოროტებაჲ თქუენი აღჰჴოცოთ, მერმე არღარა იყოს დამაყენებელ თქუენდა. არამედ ესრეთ განცხადებულად არა თქუა ბოროტთა მათთათჳს, თუ არა, უმეტესადმცა მოეწყლნეს გულნი მათნი, გარნა დაღაცათუ განცხადებულად არა თქუა, არამედ ესე ყოველი მოასწავა სიტყჳსა მის მიერ, რომელი თქუა:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის