მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 7:32

31. ხალხში მრავალმა იწამა იგი და თქვა: როდესაც ქრისტე მოვა, ნუთუ იმაზე მეტ სასწაულს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?32. ეს მითქმა-მთთქმა რომ გაიგონეს ხალხში, ფარისეველებმა და მღვდელმთავრებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.33. ხოლო იესომ თქვა: ცოტა ხანსაც დავყოფ თქვენთან და ჩემს მომავლინებელს მივუბრუნდები.
იოანეს სახარება თავი 7
32. ეს მითქმა-მთთქმა რომ გაიგონეს ხალხში, ფარისეველებმა და მღვდელმთავრებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესმა ფარისეველთა ერისა მის დრტჳნვაჲ მისთჳს. და მიავლინნეს მღდელთმოძღუართა და ფარისეველთა მსახურნი, რაჲთა შეიპყრან იგი“ (7,32).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ შაბათისა იგი დაჴსნაჲ მიზეზი იყო? ხოლო მათი შემაწუხებელი ესე იყო, რამეთუ აქა არარაჲ აქუნდა, რაჲ-თამცა თქუეს მიზეზი სიტყუათა მისთათჳს, გინა თუ საქმეთა. და ვინაჲთგან სხუაჲ მიზეზი ვერ პოვეს ერისათჳს, ენება შეპყრობაჲ მისი და თჳთ ვერ იკადრებდეს, რამეთუ ღელვასა მას ესევითარსა ერიდებოდეს, არამედ მსახურთა მათთა წარავლენდეს. ჵ მძლავრებაჲ იგი და სიბორგილე! ჵ უგუნურებაჲ იგი დიდი! რამეთუ თჳთ მრავალგზის ებრძოლნეს და ვერ უძლეს და მსახურთა მათ უბრძანეს საქმჱ იგი, რაჲთამცა გულისწყრომასა მათსა სცეს განსუენებაჲ. და თავადსა ეთქუა საბანელსა მას ზედაცა და მათა მიმართ, და არარაჲ ესევითარი ქმნეს, არამედ ეძიებდეს, გარნა არა ჴელ-ყვეს საქმესა მას, ხოლო აქა ვერღარა თავს-იდვეს, იხილეს რაჲ, ვითარმედ ერი იგი მისა მივალს. ხოლო ქრისტემან მიუგო:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის