მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 7:36

35. ხოლო იუდეველები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? იქნებ ბერძენთა შორის განთესილებში აპირებს წასვლას, რათა ასწავლოს ბერძნებს?36. ან რას ნიშნავს მის მიერ ნათქვამი სიტყვა: ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, ვინაიდან სადაც მე ვიქნები, ვერ მოხვალთ თქო.37. ხოლო დღესასწაულის უკანასკნელ, დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას.
იოანეს სახარება თავი 7
36. ან რას ნიშნავს მის მიერ ნათქვამი სიტყვა: ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, ვინაიდან სადაც მე ვიქნები, ვერ მოხვალთ თქო.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა, ვითარმედ ესე არს ქრისტჱ? არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს“ (7,25-27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ესრეთ ლიტონად თქუმული წმიდათა წერილთა შინა, რამეთუ სულისა მიერ წმიდისა თქუმულ არიან. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა ყოველსავე გამოწულილვით გამოვეძიებდეთ, რამეთუ მრავალგზის ერთისა სიტყჳსა მიერ იპოვების ძალი დიდი, ვითარი არს ესეცა, რომელი აწ წინამდებარე არს ჩუენდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? და აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას“ (7,25-26).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე რადღა არს აქა, თუ: „იერუსალჱმელთაგანნი“? ამისთჳს, რამეთუ გჳჩუენებს მახარებელი, ვითარმედ რომელნი-იგი უმეტესთა და დიდთა სასწაულთა მისთა მხილველ იყვნეს, იგინი იყვნეს უსაწყალობელჱს ყოველთასა, - რომელთა ეხილვა ღმრთეებისა მისისა სასწაული დიდი, იგინი ყოველსა მას საშჯელსა ზედა მთავართა მათ განხრწნილთასა გულისხმა-ჰყოფდეს. ანუ არა დიდი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის