თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ სხუაჲ არარაჲმცა იყო, არამედ ესე ოდენ კმა იყო ლმობიერ-ყოფად მათა, არამედ არა ლმობიერ იქმნნეს, არცა შეინანეს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „განიბნინეს და არა ინანეს“. რამეთუ ესევითარი არს უკეთურებაჲ, არავისი ჰნებავს მორჩილებაჲ და მოდრეკაჲ, არამედ ერთისა მიმართ ოდენ მოსწრაფე არს: რაჲთამცა სიბოროტჱ თჳსი დაამტკიცა, რომლისათჳს იზრახა ბოროტი, იგიმცა მოკლა. არამედ ისმინეთ, რასა იტყჳს წერილი, ვითარმედ: „რომელმან უთხაროს მოყუასსა თჳსსა მთხრებლი, შთავარდეს მას შინა“, რომელი-იგი მათ ზედაცა მოიწია; რამეთუ მათ ენება მოკლვაჲ მისი, რაჲთამცა ქადაგებაჲ იგი მისი დაშრტა, და იქმნა წინააღმდგომი ამის საქმისაჲ, რამეთუ მადლი იგი ბრწყინავს ქრისტჱს მადლითა, ხოლო მათი იგი ყოველივე დაშრტა და წარწყმდა, და განცჳვეს იგინი მამულისაგანცა და აზნაურებისა და განსუენებისა და მსახურებისა ღმრთისა და ყოვლისა კეთილისაგან გამოეჴუნეს და იქმნნეს მონა და ტყუე.
იოანეს სახარება 7:44
43. და მის გამო დიდი ცილობა ატყდა ხალხში.44. ზოგიერთს მისი შეპყრობა სურდა, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი.45. მაშინ მივიდნენ მსახურები მღვდელმთავრებსა და ფარისევლებთან, ხოლო მათ უთხრეს: რატომ არ მოიყვანეთ იგი?
იოანეს სახარება თავი 7