თ ა რ გ მ ა ნ ი: არამედ ესე არს თქუენი იგი დიდი შესმენაჲ, რომელ ერმან მან ირწმუნა, რომელთა არა იცოდეს შჯული, და თქუენ არა გრწმენა. ხოლო ვითარ წყეულ არიან იგინი, რომელნი დაღაცათუ შჯულსა უმეცარ იყვნეს, არამედ რაჲ-იგი შჯულისმეცნიერთა უჴმდა ქმნად, მათ ქმნეს? რამეთუ თქუენ ხართ წყეულ, რომელნი არა იმარხავთ შჯულსა, და არა იგინი, რომელთა ჰრწმენა შჯული. ხოლო ჯერ-იყო, რაჲთამცა არა აბრალებდით და შეასმენდით თქუენ უფალსა ამისთჳს, თუ მთავართა მისი არა ჰრწმენა, რამეთუ არა სიმართლისაჲ არს საქმჱ ესე; რამეთუ თქუენცა ურწმუნო იქმნენით ღმრთისა, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ, უკუეთუ ურწმუნო ვიეთნიმე იქმნნეს ღმრთისა, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? ნუ იყოფინ!“ რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი მარადის აყუედრებდეს მათ და ეტყოდეს: „ისმინეთ, მთავარნო სოდომისანო“; და კუალად: „მთავარნი შენნი ურწმუნო არიანო“; და კუალად: „არა თქუენი არსო ცნობაჲ საშჯელისაჲ“, <span...
იოანეს სახარება 7:49
48. ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა მისი?49. მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც არ იცის რჯული, დაწყევლილია.50. უთხრა მათ ნიკოდემემ, რომელიც ღამით მივიდა მასთან, და თვითონაც ერთი მათგანი იყო:
იოანეს სახარება თავი 7