მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 8:16

15. თქვენ ხორცისამებრ სჯით, ხოლო მე არავის განვსჯი.16. მაგრამ კიდეც რომ განვსჯიდე, ჭეშმარიტია ჩემი მსჯავრი, ვინაიდან მარტო კი არა ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი.17. რადგან რჯულშიც გიწერიათ, რომ ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია.
იოანეს სახარება თავი 8
16. მაგრამ კიდეც რომ განვსჯიდე, ჭეშმარიტია ჩემი მსჯავრი, ვინაიდან მარტო კი არა ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე არავის ვშჯი. და უკუეთუ ვშჯიდე, საშჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს“ (8,15-16).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს: რამეთუ თქუა, ვითარმედ: უსამართლოებით შჯით თქუენ, და ეთქუამცა, თუ: უკუეთუ უსამართლოებით ვშჯით, და რად არა გუშჯი და გუტანჯავ, ღმერთი თუ ხარ? და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მე არავის ვშჯი“, რამეთუ არა ამისთჳს მოსრულ ვარ, „და უკუეთუ ვშჯიდე, საშჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს“. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუმცა ვსაჯე, თქუენმცა დაშჯილ იპოვენით, და სამართლადცა, არამედ აწ ჟამი საშჯელისაჲ არა არს; და საუკუნოჲსა მისთჳსცა განშჯისა მოასწავა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „მე მარტოჲ არა ვარ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ ვართ“ (8,16). ხოლო აქა უჩუენა, ვითარმედ არა იგი ოდენ დაშჯის მათ, არამედ მამაჲცა, რაჟამს ჰრქუა:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის