მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 8:2

1. ხოლო იესომ ზეთისხილის მთისკენ გასწია.2. დილით კი კვლავ მიბრუნდა ტაძარში და მთელი ხალხი მივიდა მასთან. დაჯდა და ასწავლიდა მათ.3. ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს
იოანეს სახარება თავი 8
2. დილით კი კვლავ მიბრუნდა ტაძარში და მთელი ხალხი მივიდა მასთან. დაჯდა და ასწავლიდა მათ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთმოძღუართა და ფარისეველთანი, და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი? მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა იტყოდა კაცი ესრეთ“ (7,45-46).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ჭეშმარიტებისა უცხადეს, არარაჲ არს უკეთჱს, უკუეთუ ოდენ არა დავჰჴსნიდეთ მას, და კუალად არარაჲ არს კაცისა ბოროტისმოქმედისა უძჳრჱს და უძნელჱს. რამეთუ აჰა ესერა მწიგნობართა და ფარისეველთა რომელთა ბრძნად ეგონნეს თავნი მათნი, მარადის ქრისტეს თანა ამისთჳს იქცეოდეს, რაჲთამცა ბოროტი უყვეს მას, და სასწაულთა ჰხედვიდეს და წერილთა იკითხვიდეს და ამის ყოვლისაგან ვერარაჲ ირგეს, არამედ უფროჲსად ივნეს. ხოლო მსახურნი იგი რომელნი უსწავლელნი იყვნეს, ირგეს ერთისა ოდენ სწავლისა მიერ, და რომელნი-იგი წარსრულ იყვნეს მისა შეკრვად და მოყვანებად, მოიქცეს შეკრულნი საკჳრველებითა მით. და არა გონიერებისა მათისათჳს ოდენ მიკჳრს, რომელ ესრეთ თჳნიერ სასწაულისა სწავლითა ოდენ მოდრკეს, არამედ კადნიერებაჲცა იგი მათი, ვითარ ეტყოდეს მიმავლინებელთა მათთა ფარისეველთა, რომელნი მარადის მბრძოლ იყვნეს კეთილისა. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მოვიდეს მსახურნიო, და ჰრქუეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის