მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 8:36

35. მაგრამ მონა საუკუნოდ როდი მკვიდრდება სახლში, ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს.36. ასე რომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით.37. ვიცი, რომ აბრაამის მოდგმისანი ხართ, მაგრამ მოსაკლავად კი მეძებთ, რადგანაც ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
იოანეს სახარება თავი 8
36. ასე რომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს თქუენ“ (8,36).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ერთობასა ამას მისსა და მამისასა ვითარ გამოაჩინებს? ვითარმედ იგივე ჴელმწიფებაჲ აქუს მას, ვითარი აქუს მამასა, და ესე იგი არს, ვითარმედ: „უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს თქუენ“, არღარავინ იყოს, რომელმანმცა სიტყუაჲ გიგო, არამედ გაქუნდეს მტკიცედ თავისუფლებაჲ იგი, რამეთუ „უკუეთუ ღმერთი არს განმამართლებელ, ვინ არს დამშჯელო?“ ხოლო უჩუენებს აქა, ვი-თარმედ ძალ-უც ცოდვისაგან განწმედაჲ მათი და განთავისუფლებაჲ, და ვითარმედ უზეშთაეს არს ესე თავისუფლებაჲ, ვიდრეღა ჴორციელი, რამეთუ ჴორციელსა თავისუფლებასა კაცნიცა მისცემენ, ხოლო ესე მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს. და ამისთჳს ასწავლის, რაჲთა არა ჴორციელისა მონებისათჳს ჰრცხუენოდის მათ, არამედ უფროჲსად მონებისათჳს ცოდვათაჲსა სირცხჳლეულ იყვნენ, და რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ უკუეთუ მონებისაგან ცოდვათაჲსა განთავისუფლდენ, არღარა მონა არიან, და გულისხმა-უყოფდა, ვითარმედ ჯერეთ მონებასა შინა არიან, სიტყჳთა მით, რომელ თქუა, ვითარმედ: „თავისუფალ იყვნეთ“ (8,36), რამეთუ მოასწავებს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ იგი თავისუფლებაჲ, რომელი აქუს, არა ჭეშმარიტი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის