თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს საქმჱ ესე? თჳნიერ მიზეზისა მოკლვაჲ ჩემი გნებავს, რამეთუ ვინაჲთგან მტერნი ხართ ჭეშმარიტებისანი, ამისთჳს მდევნით მე. თუ არა, მითხართ მე აუგი ჩემი. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს?“ (8,46). ხოლო იგინი იტყოდეს: „ჩუენ სიძვისაგან არა შობილ ვართ“. და ვითარ? რამეთუ მრავალნი სიძვისაგან შობილ იყვნეს, რამეთუ არა იქმოდეს ჯეროვანთა ქორწინებათა. გარნა თავადმან ესეცა არა ამხილა, არამედ ერთსა მას სიტყუასა ზედა ეგო, რამეთუ ვინაჲთგან გამოაჩინა, ვითარმედ არა ღმრთისაგანნი იყვნეს, არამედ ეშმაკისაგანნი საქმეთა მათთათჳს, რამეთუ კაცისმკლველობაჲ ეშმაკისაგანი არს, და ტყუვილი ეშმაკისაგანივე არს, რომელსა იგინი იქმოდეს ორსავე, და უჩუენა, ვითარმედ: ვინაჲთგან ესე საქმენი გიპყრიან, არა ღმრთისანი ხართ.
იოანეს სახარება 8:45
44. თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა.45. მე კი სიმართლეს გეუბნებით და არა გწამთ ჩემი.46. რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? ხოლო თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი?
იოანეს სახარება თავი 8