მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 8:57

56. მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა.57. იუდეველებმა უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?58. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ.
იოანეს სახარება თავი 8
57. იუდეველებმა უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერგასის წლისა არღა ხარ და შენ აბრაჰამ გიხილავსა? ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრე აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ. აღიღეს ქვაჲ ჰურიათა, რაჲთა დაჰკრიბონ“ (8,57-59).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ აბრაჰამის უზეშთაესობაჲ გამოაჩინა? რამეთუ რომელსა უხაროდა ხილვად დღისა მისისა და დიდად უჩნდა ხილვაჲ მისი, საცნაურ არს, რამეთუ ვითარცა განმაცხოველებელისაჲ და ვითარცა უზეშთაესისაჲ აქუნდა დღჱ იგი, რამეთუ ვინაჲთგან იგინი იტყოდეს, ვი-თარმედ: „ხუროჲსა ძე არს“, და არარას სხუასა გულისხმა-ჰყოფდეს, ამისთჳს მცირედ-მცირედ აღიყვანებს მათ მაღლისა გონებისა მიმართ. ხოლო მათ რაჟამს ესმა, ვითარმედ არა იციან ღმერთი, არა ესრეთ განფიცხნეს, არამედ რაჟამს ესმა, ვითარმედ: „პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ“, განრისხნეს, ვითარმცა პატიოსნებაჲ მათი უჴმარქმნილ იყო, და ამისთჳს ქვასა დაჰკრებდეს მას. „იხილა დღჱ ჩემი და განიხარა“. - გამოაჩინებს, ვითარმედ არა უნებლიაჲთ მოვალს ვნებად, ვინაჲთგან აქებს მას, რომელმან ჯუარ-ცუმისა მისისა ხილვისათჳს განიხარა, რამეთუ ესე ცხორებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ იყო; ხოლო მათ ქვისა დაკრებაჲ ენება, ესრეთ მარადის მზა იყვნეს მოკლვად და თჳნიერ გამოძიებისა იქმოდეს საქმეთა მათ. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვიყავ, არამედ: „მე ვარო“?...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის