მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 9:15

14. შაბათი იყო ის დღე, როცა ტალახი მოზილა იესომ და თვალი აუხილა.15. ფარისევლებმაც ჰკითხეს, როგორ აეხილა თვალი, და უთხრა მათ: ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ.16. ზოგიერთი ფარისეველი ამბობდა: ის კაცი ღმრთისაგან არ არის, რაკიღა არ იცავს შაბათს, სხვები კი ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა მოხდენა? და იყო ცილობა მათ შორის.
იოანეს სახარება თავი 9
15. ფარისევლებმაც ჰკითხეს, როგორ აეხილა თვალი, და უთხრა მათ: ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ“ (9,15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: საცნაურ არს, ვითარმედ პირველ ფრიადნი შესმენანი ეთქუნეს ჰურიათა ქრისტესთჳს, ვითარმედ: აჰა ესერა იესუ ესევითართა საქმეთა იქმს, რომელ შაბათსა თიჴასა სცხებს. ხოლო შენ იხილე, ვითარ არა შეშფოთნა, არცა შეძრწუნდა ბრმაჲ იგი, რამეთუ რაჟამს-იგი პირველ იტყოდა, არა ესრეთ საკჳრველ იყო, ხოლო რაჟამს-იგი ესევითარსა შიშსა მოიყვანეს, არცა წინააღმდგომი პირველთა სიტყუათაჲ თქუა, რამეთუ ჰურიათა მიიყვანეს იგი ფარისეველთა წინაშე, რაჲთამცა უარ-ყო, ხოლო მან უმეტესად ქადაგა. და ყოველსავე სასწაულსა ზედა ესე შეემთხუევის მათ, და ქუემორე უმეტესად გამოვაცხადოთ ესე. ხოლო იხილე ფარისეველთა საქმჱ, რამეთუ იტყოდეს ვინმე უფიცხლესრე:

მოძღვრება კვირიაკესა ზედა შობითგან ბრმისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.

რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის