თ ა რ გ მ ა ნ ი: და არა თქუეს, თუ: რომელი-იგი ოდესმე ბრმაჲ იყო, არამედ: „რომლისაჲ თქუენ სთქუთო, ვითარმედ: ბრმაჲ იშვა“. ესრეთ ბოროტებით და უკეთურებით ჰკითხვიდეს. ჵ შეგინებულნო და ყოვლად ბილწნო! რომელმანმცა მამამან ინება ტყუვილით ესევითარისა საქმისა თქუმად შვილისათჳს თჳსისა? რამეთუ „რომელი თქუენ სთქუთ, თუ: ბრმაჲ არს, ვითარ აწ ხედავს?“ (9,19). ჵ უგუნურებაჲ ესე! თქუენ ტყუვილ სთქუთო ესე საქმე. რამეთუ ამით ორითა ენება მოყვანებაჲ მათი უარისყოფად: ერთად, რამეთუ სთქუთო, ვითარმედ: „ბრმაჲ იშვა“, და მეორედ, ვითარმედ: „და აწ ვითარ ხედავს?“ სამნი უკუე კითხვანი იქმნეს: ერთად, თუ ძე არს მათი, და მეორედ, თუ ბრმაჲ იშვა, და მესამედ, ახილვისაჲ; ხოლო მათ ორნი იგი აღიარნეს და მესამე დაიდუმეს. და ესეცა უმეტესისა ჭეშმარიტებისათჳს იქმნა, რაჲთა არა სხუაჲ ვინ, არამედ თჳთ განკურნებული, ვითარცა უსარწმუნოესი, აღიარებდეს საქმესა მას. რამეთუ მშობელთა მათ ვითარმცა თქუეს რაჲმე ტყუვილით, რომელთა ჭეშმარიტებაჲცა დაიდუმეს შიშისათჳს ჰურიათაჲსა და თქუეს:
იოანეს სახარება 9:19
18. არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და შემდეგ აეხილა თვალი, სანამ არ უხმეს თვალახელილის მშობლებს19. და ჰკითხეს მათ: ეს არის თქვენი ძე, რომელზედაც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? მაშ, ახლა როგორღა ხედავს?20. მიუგეს მისმა მშობლებმა და უთხრეს: ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენი ძეა და ბრმა დაიბადა;
იოანეს სახარება თავი 9