თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე შეეშინა ბრმასა მას? ნუ იყოფინ! ვითარ უკუე, რომელი იტყოდა, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი არს“, აწ იტყჳს, ვი-თარმედ: „უკუეთუ ცოდვილი არს, მე არა ვიცი“? არა თუ ესრეთ აქუნდა გულისსიტყუაჲ, არცა დაირწმუნა ესე, არამედ ენება, რაჲთამცა საქმისა მის წამებითა გამოაჩინა დიდებაჲ მისი და არა თჳსითა სიტყჳთა. რამეთუ უკუეთუ შემდგომად მრავალთა სიტყუათასა თქუა, ვითარმედ: „უკუე-თუმცა არა ჭეშმარიტი იყო, ამას საქმესა ცოდვილი ვერ იქმს“, და იგინი განრისხნეს და თქუეს: „ცოდვასა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად, და შენ გუასწავლი ჩუენ?“ უკუეთუმცა პირველვე ეთქუა, რაჲმცა ექმნა?
იოანეს სახარება 9:25
24. მეორედაც მოუხმეს იმ კაცს, რომელიც ბრმა იყო, და უთხრეს: მიაგე დიდება ღმერთს: ჩვენ ვიცით, რომ ის კაცი ცოდვილია.25. ხოლო მან მიუგო და თქვა: ცთდვილია თუ არა, არ ვიცი: ერთი ეს ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ.26. კვლავ ჰკითხეს: მაინც რა გიყო, როგორ აგიხილა თვალი?
იოანეს სახარება თავი 9