თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა კადნიერებაჲ მთხოველისაჲ მის კაცთა მიმართ მწიგნობართა და ფარისეველთა? ესრეთ ძლიერ არს ჭეშმარიტებაჲ და ესრეთ უძლურ არს ტყუვილი, რამეთუ მან უკუეთუ უნდონიცა პოვნეს, ბრწყინვალე-ჰყოფს მათ, ხოლო ესე დაღაცათუ ძლიერთა თანა იყოს, უძლურად გამოაჩინებს. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვი-თარმედ: არა ისმენთა თქუმულთა ამათ? არღარა ვთქუა, არცა რაჲ მოგიგო თქუენ, რომელნი-იგი ცუდად და ამაოდ მკითხავთ და არა ჭეშმარიტებისათჳს ეძიებთ სმენად, არამედ რაჲთა თქუმულნი იგი განაქარვნეთ.
იოანეს სახარება 9:27
26. კვლავ ჰკითხეს: მაინც რა გიყო, როგორ აგიხილა თვალი?27. მიუგო მათ: აკი გითხარით და არ მისმინეთ; კიდევ რისი მოსმენა გნებავთ? ან იქნებ გსურთ დაემოწაფოთ?28. მათ კი გალანძღეს და უთხრეს: მისი მოწაფე შენა ხარ, ხოლო ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ.
იოანეს სახარება თავი 9