თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ მათ ვინაჲთგან პირველ ეთქუა, ვითარმედ: „ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითართა სასწაულთა საქმედ?“ ამისთჳს მათსავე სიტყუასა მოიღებს და მოაჴსენებს მათ, რაჲთა მას ზედა მტკიცე იყვნენ, ვითარმედ უკუეთუმცა ცოდვილ იყო, ვერ იქმს სასწაულთა. ჰხედავა, ვითარცა პირველცა, რაჟამს იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ ცოდვილი არს, მე არა უწყი“, არა თუ იჭუეულად იტყოდა, არამედ მტკიცედ იცოდა, ვითარმედ არა ცოდვილ არს. ამისთჳსცა, რაჟამს-ესე ჟამი პოვა, თქუა:
იოანეს სახარება 9:31
30. მიუგო კაცმა და უთხრა მათ: საკვირველი ის არის, რომ არ იცით, საიდან არის; მაგრამ მე კი ამიხილა თვალი.31. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს; არამედ ვინც ღვთისმოსავია და ასრულებს ღმრთის ნებას, მას უსმენს.32. სად გაგონილა, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადშობილისთვის?
იოანეს სახარება თავი 9