თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ საკჳრველებამან მან საქმისამან ურწმუნოებადცა მოიყვანნა იგინი ესეოდენთა მათ საქმეთა ზედა, რომელნი იქმნნეს არა ურწმუნო-ქმნისათჳს. ხოლო იგინი იტყოდეს: „არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ?“ ეჰა ღმრთისა კაცთმოყუარებაჲ! ვითარ ესრეთ მთხოველთა მათ და უნდოთა ყოვლითა მოსწრაფებითა განჰკურნებდა, რაჲთამცა ამასცა ზედა ჰურიანი სირცხჳლეულ-ყვნა, ვითარმედ არა მთავართა და დიდებულთა, არამედ გლახაკთაცა და უნდოთა მასვე ღუაწლსა ღირს-ჰყოფდა, რამეთუ ყოველთა ცხორებისათჳს მოსრულ იყო იგი. ხოლო რაჟამს იგინი იჭუეულ იყვნეს, მან თქუა, ვითარმედ: „მე ვარ“ (9,9). არა ჰრცხუენა მას პირველისა მის სიბრმისა მისისათჳს, არცა შეშინდა მათისა გულისწყრომისაგან, არცა ინება არაქადაგებაჲ ქველისსაქმისაჲ მის.
იოანეს სახარება 9:8
7. და უთხრა: წადი და მოიბანე სილოამის (რაც თარგმნით ნიშნავს მოვლინებულს) აუზში. ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.8. ხოლო მეზობლები და ისინი, ვისაც ადრე მათხოვრად მჯდომარე ეხილა იგი, ამბობდნენ: განა ეს არ არის, ვინც იჯდა და მათხოვრობდა?9. ერთნი ამბობდნენ: ეს არის; მეორენი: მას ჰგავსო; თვითონ კი ამბობდა: მე ვარ.
იოანეს სახარება თავი 9