მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობი 1:20

19. ამ დროს დაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა, ეძგება სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.20. ადგა იობი, შემოიხია მოსასხამი, გადაიპარსა თავი, დაეცა მიწაზე და თაყვანი სცა.21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.
იობი თავი 1
20. ადგა იობი, შემოიხია მოსასხამი, გადაიპარსა თავი, დაეცა მიწაზე და თაყვანი სცა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მთ რაჲთა სულიერნი საქმენი გუაქუნდენ შინაგან და ჴორციელნი - გარეწარად:

...უფალმან მომიღო; ვითარცა უფალსა ენება, ეგრეთცა იქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ უკუნისამდე“. არამედ შვილთათჳს წესიერი და ზომითი და ბუნებითი მწუხარებაჲ აჩუენა, რამეთუ „დაიპო სამოსელი თჳსი და აღიპარსა თმაჲ თავისა თჳსისაჲ და დავარდა ქუეყანასა და დამხედ თაყუანი-სცა უფალსა“ და მადლობაჲ იგი შეწირა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ გულქვაჲ ვინმე იყო. რამეთუ ფრიადცა გულჩჩჳლი და ლმობიერი კაცი იყო და შვილთა მოყუარე, გარნა უზომოჲ ანუ უწესოჲ არარაჲ ინება ქმნად. ხოლო საცხოვართათჳს და მონაგებთა არცა თუ შეიკუმინნა, არცა ყოვლადვე შეწუხნა, ესოდენ გარეწარად აქუნდეს იგინი. ეგრეთვე ჩუენცა თანაგუაც, საყუარელნო, ყოფად, რაჲთა ყოველივე საქმე სულიერი, რომლისა ნაყოფი მერმესა მას საუკუნესა მოისთულებოდის და მომგებელსა მას მისსა ახარებდეს, გუაქუნდეს შინაგან და სასურველად და ფრიად საძიებელად, ხოლო რომელნი საწუთროსავე ამას ცხორებასა თანა დაჴსნად და წარმავალ არიან, იგინი გარეწარად იყვნედ ჩუენდა და შეურაცხად. უკუეთუ არა იყვნენ საფასენი და მონაგებნი, ნუმცა მწუხარე ვართ, არამედ ვიხარებდეთ, რამეთუ მრავალთაგან ჭირთა და სალმობა-თა და მწუხარებათა ვიჴსნენით. კუალად, უკუეთუ მოგუეცნენ, ნუ შევემსჭუალვით მათ და დავემონებით, არამედ ვითარცა მონად...

სრულად ნახვა