📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდა მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან“ (14,13).
იხილეთღა, ვითარ ოდეს ესევითარი რაჲმე იქმნის, წარვიდის მიერ ადგილით. რამეთუ აჰა ესერა აღიღეს რაჲ მოწაფეთა იოვანესთა გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს, უთხრეს იესუს, განეშორა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა; და კუალად, „ოდეს ესმა, ვითარმედ იოვანე მიეცა საპყრობილედ, განეშორა მიერო და წარვიდა გალილეად“;1 და კუალად, იოვანეს თავსა წერილ არს: „ვითარცა გულისჴმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნა-თელ-სცემს, ვიდრე იოვანეს, დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად“.2 ესე ამისთჳს, რამეთუ უმრავლესთა საქმეთა მისთა კაცობრივისაებრ გონებისა და წესისა აღსრულებად ენება, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი გამოცხადებად ღმრთეებისა მისისა. ამისთჳს მოწაფეთაცა ეტყოდა არა თქუმად, ვითარმედ იგი არს ქრისტე, რამეთუ შემდგომად აღდგომისა ენება ცხადად ქადაგებაჲ და გამოჩინებაჲ ამის საიდუმლოჲსაჲ.
ხოლო წარ-რაჲ-ვიდა მიერ, არა მივიდა ქალაქად, არამედ უდაბნოსა ადგილსა ნავითა, რაჲთა არავინ შეუდგეს მას. ხოლო იხილეთ მოწაფეთაცა იოვანესთა საქმე, ვითარ აწღა მიივლტოდეს ქრისტესა, და მათ მიუთხრეს სიკუდილი იოვანესი, რამეთუ სარგებელ სადმე ყოფილ იყო მათდა ზემოწერილი იგი სწავლაჲ, ოდეს მიავლინნა იგინი იოვანე საპყრობილით იესუჲსა. ამისთჳს, მო-რაჲ-იწია განსაცდელი იგი მოკლვისა მისისაჲ, მოვიდეს და აუწყეს უფალსა, და მაშინღა წარვიდა. არა თუ პირველ თხრობისა მათისა არა იცოდა, არამედ ამით ყოვლითა დაამტკიცებდა კაცობრივისა ბუნებისა მისისა ჭეშმარიტებასა, რამეთუ იცოდა უკეთურებაჲ ეშმაკისაჲ, ვითარმედ მრავალი მოსწრაფებაჲ შემოღებად ედვა ამის საიდუმლოჲსა ურწმუნო-ყოფად. თავადი უკუე ამის ესევითარისა ჯერისათჳს წარვიდა, ხოლო ერნი იგი არავე მოსწყდეს მას, რამეთუ ღმრთივშუენიერებანი საქმეთა და სიტყუათა მისთანი ფრთოან-ჰყოფდეს სულთა მათ, რომელნი არა ფრიადითა უკეთურებითა დამძიმებულ იყვნეს. ამისთჳსცა მისაგებელი კეთილი მიიღეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და გამოვიდა იესუ და იხილა მრავალი ერი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი“ (14,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ მათ ფრიადი აჩუენეს გულსმოდგინებაჲ ძიებისა მისისაჲ, არამედ მისნი იგი მისაგებელნი ფრიად უაღრეს და უზე-
1 მათ. 4,12. 2 იოან. 4,1,3.
შთაეს იყვნეს. ამისთჳსცა მიზეზად კურნებისა მის წყალობაჲ თქუა მახარებელმან, წყალობაჲ სახიერებისაჲ. და განკურნნა სნეულნი მათნი და არავისგან ძებნა სარწმუნოებაჲ. რამეთუ დატევებაჲ იგი ქალაქთა მათ-თაჲ და ძიებაჲ მისი და სიყმილისაცა უგულებელს-ყოფაჲ მის თანა ყოფისათჳს - ესე ყოველი სარწმუნოებასა მოასწავებდა. ამისთჳსცა ეგულების უფალსა გამოზრდაჲცა მათი, არამედ მიელის, რაჲთა სხუანი ევედრნენ მას და მოაჴსენონ საქმე ესე. რამეთუ, ვითარცა ზემო ვთქუ, არა ენება თავით თჳსით ზედამისლვაჲ სასწაულთა საქმედ, არამედ რაჲთა სხუათა მიერ იწოდებოდის. ხოლო არავინ ერისა მისგან მოაჴსენა მას ნაკლულევანებაჲ იგი საზრდელისაჲ, რამეთუ ერიდებოდეს ფრიად, რომელნი მაშინ მუნ იყვნეს. და არა იყო მუნ ურცხჳნოთა და გამომცდელთაგანი ვინმე, არამედ ესევი-თარნი შეკრებულ იყვნეს, რავდენნი წადიერებითა ხილვისა მისისაჲთა არცა თუ ჭამისათჳს ზრუნვიდეს. და მოწაფეთაცა არავე ჰრქუეს, თუ: გამოზარდე ერი ესე, რამეთუ არა აქუს ჭამადი; რამეთუ ჯერეთ უმეცარ იყვნეს. ამისთჳსცა ესრეთ იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი. ჰრქუა მათ იესუ: მომართუთ მე იგი აქა! და უბრძანა ერსა მას დასხდომად თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხნა, განტეხა და მისცა პური იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას. ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე. ხოლო იყვნეს, რომელთა ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა“ (14,15-21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მოწაფენი მისნი დაღაცათუ მხილველქმნილ იყვნეს სასწაულთა მრავალთა, გარნა ჯერეთ სრული გულისჴმის-ყოფაჲ ძალისა მისისაჲ არა აქუნდა და არა მოელოდეს ესევითარისა მის სასწაულისა ქმნად, რამეთუ ვითარცა კაცსაღა ხედვიდეს, რამეთუ უძლურ იყვნეს გონები-თა. ხოლო უფალმანცა არა ჰრქუა, თუ: მე გამოვზარდნე იგინი, არამედ ჰრქუეს რაჲ მათ: „განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი“, მიუგო: „არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი“. რამეთუ უმეცარღა იყვნეს, ვითარცა მარკოზ იტყჳს, ვითარმედ: „ვერ გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი“.1 ამისთჳსცა ჰრქუა უფალმან: „მომარ-
1 მარკ. 6,52.
თჳთ მე იგი აქა!“ რამეთუ დაღაცათუ უდაბნო არს ადგილი ესე, არამედ გამომზრდელი ყოვლისა სოფლისაჲ აქა ვარ; დაღაცათუ ჟამი გარდასრულ არს, არამედ უფალი ესე ჟამთაჲ გიბრძანებ. ხოლო იოვანე იტყჳს, ვითარმედ ქრთილისანი იყვნეს პურნი იგი.1 არა ცუდად გუაუწყებს ამას, არამედ რაჲთა ვისწაოთ მრავალსასყიდლისა ჭამადთა და მრავალფერთა სანოაგე-თა შეურაცხებაჲ.
„და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხნა“, რაჲთა სარწმუნო იქმნას, ვითარმედ მამისაგან არს და ვითარმედ სწორი მისი არს ღმრთეებითა. რამეთუ ამათ ორთა პირთა დამამტკიცებელნი საქმენი ურთიერთას წინააღმდგომად ჩნდეს; რამეთუ სწორებასა მისსა ჴელმწიფებით ქმნაჲ სასწაულთაჲ გამოაჩინებდა, ხოლო თუ მამისაგან არს, ვითარმცა გულისჴმა-ყვნეს, გარნა ამით სახითა ფრიადისა სიმდაბლისაჲთა, და რომელ-იგი ყოველსა მას მიაჩემებდა და ხადოდა მას სასწაულ-თა ზედა. ამისთჳს არცა ამას ხოლო წესსა აღასრულებდა, არცა მას, არამედ ორსავე იქმოდა: ოდესმე ჴელმწიფებასა აჩუენებდა სასწაულთა ზედა და ოდესმე ილოცვიდა და ესრეთ იქმოდა, რაჲთა არა წინააღმდგომად ჩნდეს საქმე იგი. ამისთჳს უდარესთა სასწაულთა ზედა აღიხილნის ზეცად და უაღრესნი იგი ჴელმწიფებით აღასრულნის, რაჲთა სცნა, ვითარმედ არა თუ უდარესთა მათთჳსცა შეწევნაჲ ანუ ძალი უჴმს მოღებად, არამედ პატივ-ცემისათჳს მამისა იქმს ესრეთ. ამისთჳსცა, ოდეს ცოდვანი მიუტევნა და ოდეს სამოთხე განაღო და ავაზაკი შეიყვანა და ძუელი იგი შჯული ჴელმწიფებით დაჰჴსნა და მკუდარნი აღადგინნა და ზღუასა აღჳრ-ასხნა და დაფარულნი კაცთანი გამოაცხადნა და თუალნი ბრმათანი დაჰბადნა, რომელ-ესე ყოველივე ღმრთისა საქმენი არიან და სხჳსა არავისნი, არა აჩუენა ლოცვაჲ და ვედრებაჲ; ხოლო ოდეს პურთა ამათ განამრავლებდა, რომელ-ესე ზემოთქუმულთა მათ ფრიად უდარეს იყო, ზეცად აღიხილნა და აკურთხა. ერთად, რაჲთა განგებულებაჲ ესე აღასრულოს, რომელ ვთქუ, და მეორედ, რაჲთა გუასწავოს ჩუენ, რაჟამს მივიღებდეთ საზრდელსა, არა დაწყებაჲ ჭამად, ვიდრე არა პირველად შევწიროთ მადლობაჲ ღმრთისა, გამომზრდელისა მის ჩუენისა და ქველისმოქმედისა.
ხოლო თქუას თუ ვინმე, ვითარმედ: რაჲსათჳს არაარსისაგან არა ქმნა პური, არამედ პურნი იგი მიიხუნა მიზეზად? - ესე ამისთჳს, რაჲთა დაუყოს პირი მარკიანელთა და მანიქეველთაჲ, უღმრთოთა მათ მწვალებელთაჲ, და საქმით გამოაჩინოს, ვითარმედ ყოველნივე ესე ხილულნი უხილავთა თანა მის მიერ ქმნილ არიან და იგი არს მომცემელი ნაყოფთაჲ; რამეთუ მან ბრძანა პირველითგან: „აღმოაცენენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, სა-თესავი თესლი, თესლად-თესლადი“;2 და „გამოიყვანედ წყალთა ქუეწარმავალი სამშჳნველთა ცხოველთაჲ“.3 რამეთუ არარაჲ უდარეს მაშინ ქმნი-
1 შდრ. იოან. 6,9. 2 დაბ. 1,11. 3 დაბ. 1,20.
ლისა მის საკჳრველებისა იყო ესე, რამეთუ ვითარცა მაშინ აღმოაცენნა ქუეყანით მცენარენი და გამოიყვანნა წყალთაგან მშჳნვიერნი, ეგრეთვე აწ ხუთთა პურთაგან და ორთა თევზთა ესოდენი განმრავლებაჲ ქმნა, რომელესე სასწაული იყო, ვითარმედ იგი არს მფლობელი და მპყრობელი ცისა და ქუეყანისა და ზღუათაჲ. ხოლო იხილა რაჲ ერი იგი და შეეწყალნეს და განკურნნა სნეულნი მათნი, ჯერ-იჩინა ყოველთა ზედაცა ქმნად ამის სასწაულისა, რაჲთა არა მხილველ ოდენ იყვნენ სხუათა ზედა ქმნილთა სასწაულთა, არამედ კაცად-კაცადმან მიიღოს ნიჭი საკჳრველებისა მისისაჲ; და რომელ-იგი მამათა მათთა უდაბნოსა ზედა შეუძლებელად შეერაცხა და იტყოდეს: „ჴელ-ნუ-იწიფოსა ღმერთმან განმზადებად ტაბლაჲ უდაბნოსა?“1 და კუალად იტყოდეს: „პურის-ცემადცა ნუ უძლოსა ღმერთმან, ანუ განმზადებად ტაბლაჲ ერსა თჳსსა?“2 ესევითარი ესე საკჳრველებაჲ ესერა საქმით უჩუენა. ამისთჳს უდაბნოდ აღიყვანნა, რაჲთა უეჭუელ იყოს საქმე იგი და ვერვინ თქუას, თუ მახლობელისა მისგან დაბისა მოიღეს ჭამადი. ამისთჳს ადგილსაცა აჴსენებს და ჟამსაცა, რამეთუ მწუხრი იყო. და ამასცა ვისწავებთ საქმისა ამისგან, თუ ვითარ ნეტართა მათ მოწაფეთა გარეწარად და შეურაცხად აქუნდა ჴორციელი ზრუნვაჲ. ამისთჳსცა ათორმეტთა ადგილსა უდაბნოსა მიმავალთა სხუაჲ არარაჲ აქუნდა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი; რამეთუ ყოველივე მოსწრაფებაჲ მათი სულიერსა ზედა იყო, და მცირედნიცა იგი პურნი, უბრძანა რაჲ უფალმან მიცემად ერისა მის, გულსმოდგინედ მისცეს და არა თქუეს, თუ: ჩუენ ვინაჲ გამოვიზარდნეთ? რაჲთა ვისწაოთ ჩუენ, დაღაცათუ მცირედი გუაქუნდეს, მის მცირედისაგანცა მიცემაჲ გლახაკთაჲ. რამეთუ რომელმან მაშინ უბრძანა მათ, იგივე არს, რომელი აწ გჳბრძანებს.
ხოლო ვინაჲთგან გულსმოდგინედ და უდრტჳნველად წინაუყვნეს პურნი იგი და თევზნი, უჩუენა უფალმან სასწაული, რომელი აქამომდე არა ეხილვა მათ: „და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხნა, განტეხა და მისცა პური იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას“. რამეთუ ესე ქმნა პატივად მოწაფეთა, რაჲთა იგინი იქმნენ განმყოფელ პურისა მის, და კუალად, რაჲთა რომელიგი თუალითა იხილეს და ჴელითა თჳსითა განუყვეს, ჭეშმარიტებით წამებდენ. ამისთჳსცა მათგან მიიხუნა პურნი იგი და თევზნი და მათითა ჴელი-თა განუყო, რაჲთა ყოველივე ჭეშმარიტებით იცოდიან მათ. ხოლო რომელ უბრძანა დასხდომაჲ თივასა ზედა, და რომელ არარაჲ დაუგო გარეშე პურისა და თევზისა, და რომელ ყოველთა ერთი ჭამადი მისცა სწორებით, ესე ყოველი მოძღურებაჲ იყო სულიერი, რამეთუ არა ხოლო ჴორცთაჲ უნდა გამოზრდაჲ, არამედ უფროჲსად სულთა სწავლაჲ, რაჲთა შეურაცხ-ვყვნეთ ტაბლანი იგი მრავალფასისანი და ბრწყინვალედ დაგებულნი და სიმრავ-
1 ფსალმ. 77,19. 2 ფსალმ. 77,20.
ლენი სანოაგეთანი. რამეთუ ძალ-ედვა მეუფესა მას ბუნებათასა ყოველი სანოაგე მინიჭებად მაშინ ერისა მის, გარნა არა ჯერ-იჩინა ესე, არამედ პურითა ხოლო და თევზითა გამოზარდნა. ხოლო ღჳნოჲ და სხუანი იგი ჭამად-თა სიმრავლენი არცა თუ აჴსენა, რამეთუ სასუმლად მათა წყალი იპოებოდა. სიმდაბლისა უკუე და მარხვისა წესიერისა და ჭამადისა ბუნებითისა და სიყუარულისა და ერთობისა სახე იყო მაშინ ტაბლაჲ იგი. ხუთი იგი პური და ორი თევზი დამუსრა და მისცემდა მოწაფეთა; და იგინი განუყოფდეს ერსა, და განმრავლდებოდა პური იგი და თევზი, ვიდრეღა განძღა ესოდენი იგი სიმრავლე; და დაშთა ნეშტი, არა პურნი მრთელნი, არამედ ნამუსრევი, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ მათ პურთა ნეშტი იყო დაშთომილი იგი, და რაჲთა შორიელთაცა ცნან საქმე იგი დიდებული.
„ხოლო აღიღესო ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი“. ამისთჳს ათორმეტი, რაჲთა იუდასცა ეტჳრთოს ერთი მათგანი სამხილებელად. ძალედვა უკუე უფალსა, რაჲთამცა ექმნა ყოვლადვე არა მომშევად ერისა მის, არამედ რაჲთა უმეტესად ცნან ძალი მისი მოწაფეთაცა და ერმანცა, ამის-თჳს მიუშუა მათ მომშევად ბუნებითითა წესითა და განაძღნა იგინი პურთა მათგან. ესოდენ უკუე დაუკჳრდა ესე ჰურიათა, ვიდრეღა ენება მისი მეფედ ქადაგებაჲ, რომელ ესე სხუათა მათ სასწაულთა ზედა არაოდეს მოიგონეს. ხოლო რომელმან-მე სიტყუამან გამოთარგმანოს, თუ ვითარ აღორძნდებოდეს პურნი იგი, ანუ ვითარ განმრავლდებოდა ნამუსრევი იგი, ვითარ განძღა ხუთთა მათგან ესოდენი იგი ერი? რამეთუ ხუთ ათასნი იყვნეს, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა. და ესეცა კეთილთა მისთა სიმრავლემან ქმნა, რომელ დედანიცა და ყრმანი წადიერებით შეუდგეს მას. აღიღეს უკუე ნეშტი ფრიადი; და ესეცა პირველისა მის არა უდარეს არს, რომელ განძღეს და ესოდენი დაუშთა, ვიდრე აღავსეს ათორმეტი გოდორი, რიცხჳსაებრ მოწაფეთაჲსა, არცა უმეტეს, არცა უდარეს. დიდებაჲ და თაყუანის-ცემაჲ საკჳრველთმოქმედსა მას სახიერსა უფალსა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა მისლვად ნავსა და წინაწარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი“ (14,22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ოდეს ესრეთ უცხოჲ და დიდი სასწაული ქმნის, განეშორის ერსა მას, რაჲთა გუასწაოს სივლტოლაჲ მარადის დიდებისაგან კაც-თაჲსა და არა ძიებად იგი ყოვლადვე. და კუალად ამისთჳსცა უბრძანა წარსლვად, რაჲთა იხილონ მოწაფეთა არაყოფასაცა მისსა, ვითარ იქმოდა სასწაულთა მათთჳს. ხოლო რომელ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „აიძულნა მოწაფენი“, გამოაჩინებს ფრიადსა მას მათსა მოსწრაფებასა განუშორებელად მისა ყოფად, ვითარმედ უკუეთუმცა არა აეძულნეს, არა სწადოდა ყოვლადვე წარსლვის; არამედ წარავლინნა იგინი მიზეზითა ერისაჲთა. ხოლო უნდა თავადსა მთად აღსლვაჲ, რაჲთა ესეცა გუასწაოს: არცა მარადის აღრევაჲ ერისა თანა, არცა ოდეს ჯერ-იყოს სივლტოლაჲ, არამედ ორისავე ჯეროვნად ქმნად თჳსსა ჟამსა და წესსა ზედა.
სწავლაჲ მთ რაჲთა სულიერნი საქმენი გუაქუნდენ შინაგან და ჴორციელნი - გარეწარად
ვისწაოთ უკუე ჩუენცა, ძმანო, მარადის განუშორებელ-ყოფაჲ ქრისტეს გან, ვისწაოთ მარადის ძიებაჲ მისი, არამედ ნუ ჴორციელთა კეთილთათჳს, რაჲთა არა ვიყუედრნეთ ჩუენცა, ვითარცა ჰურიანი, რომელთა ჰრქუა: „მე-ძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ სჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით“.1 ამისთჳს არცა მრავალგზის ქმნა ესე სასწაული, არამედ ორგზის ხოლო, რაჲთა ასწაოს არა მუცლისა მონებაჲ, არამედ მარადის სულიერთა საქმეთა ძიებაჲ. აწ უკუე ჩუენცა განუშორებელ ვიყვნეთ სახიერისა მის მეუფისაგან საქმეთა მიერ კეთილთა, რამეთუ ვითარცა-იგი ბოროტნი საქმენი განმაშორებენ მისგან და იქმნებიან შუაკედელ შორის ჩუენსა და მისა, ეგრეთვე კეთილნი საქმენი განუშორებელ-მყოფენ მისგან და სრულიად მიგუაახლებენ მას.
აწ უკუე მისა მიმაახლებელნი საქმენი შევიკრძალნეთ, ძმანო, და ვითხოვდეთ მისგან პურსა მას ზეცისასა და მისი მოღებაჲ გუაქუნდინ საწადელად, ხოლო ჴორციელნი ესე და სოფლიონი ზრუნვანი ყოველნივე განვიშორნეთ. რამეთუ უკუეთუ მაშინ ერი იგი უმეცარი ესრეთ სურვიელად მისდევდეს უფალსა (დაუტევნეს სახლნი და თჳსნი და ზრუნვანი საქმეთანი და იქცეოდეს მის თანა უდაბნოსა ადგილსა, მშიერნი და ნაკლულევანნი), ვითარ უფროჲსად არამცა ჩუენ თანაგუედვა განუშორებელ-ყოფად ქრისტესგან, რომელნი ზიარქმნულ ვართ ტაბლასა მას ცხორებისასა და საიდუმლოთა მათ ზეცისათა.
ჰე, ჭეშმარიტად თანაგუაც უმეტესისა გულსმოდგინებისა ჩუენებად და სულიერთა საქმეთა წადიერებით ძიებად, ხოლო ჴორციელისაჲ გარეწარად შერაცხვაჲ.
რამეთუ იტყჳს უფალი: „ეძიებდით თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“.2 ხოლო უკუეთუ ჭეშმარიტად დიდნი და საძიებელნი ნიჭნი შეურაცხ-ვყვნეთ და მცირეთა ამათ და უნდოთა ვითხოვდეთ, რომელთაჲ-ესე მომცემელმან მან ყოვლისამან უგულებელს-ყოფაჲ გჳბრძანა, დიდი შეგუემთხჳოს ჩუენ ზღვევაჲ: ანუ ფრიადისა ამის უგუნურებისა და ურჩებისა ჩუენისათჳს ორისაგანვე დაკლებულ ვიქმნეთ, ანუ თუ მოგუეცეს ცუდი ესე და წარმავალი, საუკუნოჲსა მისგან და წარუვალისა ცარიელნი ვიპოვნეთ.
1 იოან. 6,26. 2 მათ. 6,33.
ხოლო უკუეთუ საუკუნეთა მათთჳს კეთილთა სურვიელ ვიყვნეთ და მათ ვეძიებდეთ და მათ ვითხოვდეთ, ესეცა შეგუეძინოს ჩუენ, რამეთუ ესე მისართავად მათა მიეცემის მორწმუნეთა; ესრეთ უნდო არს და მცირე საუკუნესა მას თანა სოფლიოჲ ესე კეთილი, რაოდენცა მრავალ იყოს.
აწ უკუე ნუ შინაგანადმცა გუაქუს ჴორციელი ესე და წარმავალი, გინა თუ შუებაჲ, გინა თუ დიდებაჲ, გინა თუ საფასენი, გინა თუ სხუაჲ რაჲმე სოფლისა ამის ამაოჲსაჲ და განქარვებადთა მათ საქმეთა მისთაჲ. არამედ გუაქუნდინ ესევითარი ესე ყოველივე გარეწარად, და სწორადმცა შეგჳრაცხიეს მოგებაჲცა მათი და წარწყმედაჲცა.
ვითარ იყო ნეტარი იობ? არცა ოდეს აქუნდეს საფასენი და მონაგებნი, შემსჭუალულ იყო მათა გონებაჲ მისი, ანუ დიდად რადმე შეერაცხა, არცა ოდეს-იგი ყოველივე წარწყმიდა, შეშფოთნა ანუ იდრტჳნა, არამედ თაყუანის-სცა უფალსა და მადლობაჲ შეწირა. და რად ვიტყჳ საფასეთა და მონაგებთა? შვილთა მათღა საყუარელთაჲ ერთბამად მოწყუედაჲ ესმა, აღმოთქუა სანატრელი იგი სიტყუაჲ: „უფალმან მომცა, უფალმან მომიღო; ვითარცა უფალსა ენება, ეგრეთცა იქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ უკუნისამდე“.1 არამედ შვილთათჳს წესიერი და ზომითი და ბუნებითი მწუხარებაჲ აჩუენა, რამეთუ „დაიპო სამოსელი თჳსი და აღიპარსა თმაჲ თავისა თჳსისაჲ და დავარდა ქუეყანასა და დამხედ თაყუანი-სცა უფალსა“2 და მადლობაჲ იგი შეწირა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ გულქვაჲ ვინმე იყო. რამეთუ ფრიადცა გულჩჩჳლი და ლმობიერი კაცი იყო და შვილთა მოყუარე, გარნა უზომოჲ ანუ უწესოჲ არარაჲ ინება ქმნად. ხოლო საცხოვართათჳს და მონაგებთა არცა თუ შეიკუმინნა, არცა ყოვლადვე შეწუხნა, ესოდენ გარეწარად აქუნდეს იგინი. ეგრეთვე ჩუენცა თანაგუაც, საყუარელნო, ყოფად, რაჲთა ყოველივე საქმე სულიერი, რომლისა ნაყოფი მერმესა მას საუკუნესა მოისთულებოდის და მომგებელსა მას მისსა ახარებდეს, გუაქუნდეს შინაგან და სასურველად და ფრიად საძიებელად, ხოლო რომელნი საწუთროსავე ამას ცხორებასა თანა დაჴსნად და წარმავალ არიან, იგინი გარეწარად იყვნედ ჩუენდა და შეურაცხად. უკუეთუ არა იყვნენ საფასენი და მონაგებნი, ნუმცა მწუხარე ვართ, არამედ ვიხარებდეთ, რამეთუ მრავალთაგან ჭირთა და სალმობა-თა და მწუხარებათა ვიჴსნენით. კუალად, უკუეთუ მოგუეცნენ, ნუ შევემსჭუალვით მათ და დავემონებით, არამედ ვითარცა მონად მოცემულნი ვიჴმარნეთ.
რამეთუ არა თუ ამისთჳს მოგუეცემიან საფასენი, რაჲთა დავფლათ მიწასა შინა, ანუ რაჲთა დავმარხოთ კართა შინა ჴშულთა და კლიტეთა განუ-ღებელთა, არამედ რაჲთა განუყოფდეთ გლახაკთა და კეთილსა უყოფდეთ ჭირვეულთა.
1 იობ 1,21. 2 იობ 1,20.
და ვითარცა-იგი თითოეულისა საქმისა და თითოეულისა ჴელოვნებისა წესი განჩინებულ არს, ეგრეთვე სიმდიდრისა საქმე. ესე მიცემულ არს ღმრთისა მიერ და ესე ბრძანებულ არს, რაჲთა სწყალობდეს გლახაკთა და ქველისსაქმესა იქმოდის ყოველთა მიმართ, რომლისადაცა რწმუნებულ იყოს სიმდიდრე.
აწ უკუე მდიდართა საქმე არა ხუროვნობაჲ არს, ანუ მჭედლობაჲ, ანუ ქსოაჲ, ანუ ნავისმოქმედობაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი, არამედ მოწყალებაჲ გლახაკთაჲ. ესე მიცემულ არს და განჩინებულ საქმედ მდიდართა.
უკუეთუ ბრძანებულსა ამას ჴელოვნებასა კეთილად იქმოდის ვინ, უაღრეს არს ყოველთა ჴელოვნებათა. ამის ჴელოვნებისა სავაჭროჲ ცათა შინა არს. ამისნი ჭურჭელნი არა რკინისა ანუ რვალისაგან შემზადებულ არიან, არამედ სახიერებისაგან და გონებისა კეთილისა.
ამის ჴელოვნებისა მოძღუარი ქრისტე არს თანა მამით და სულით წმიდითურთ, რამეთუ იტყჳს: „იყვენით სახიერ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სახიერ არს“.1 და საკჳრველი ესე არს, რომელ ესრეთ კეთილ არს და უაღრეს ყოველთა ჴელოვნებათა და შრომაჲ ანუ ჭირი არცა ერთი უჴმს მას, არცა სიგრძე ჟამისაჲ სწავლად მისა, არამედ კმა არს ნებაჲ ოდენ და გულსმოდგინებაჲ, და ყოველივე აღსრულებულ არს.
ვიხილოთ უკუე აღსასრულიცა და სასყიდელი ამის ჴელოვნებისაჲ, თუ რაჲ არს: სასუფეველი ცათაჲ, და კეთილნი იგი წარუვალნი, და დიდებაჲ იგი მიუთხრობელი, და სასძლოჲ იგი ბრწყინვალე, სულიერი, და სანთელნი იგი დაუშრეტელნი, და სუფევაჲ სიძისა მის თანა უკუდავისა, და სხუანი იგი კეთილნი, რომელთა გონებაჲ კაცისაჲ ვერ მისწუდების, ვერცა ენაჲ შემ-ძლებელ არს თქუმად. ესრეთ პატიოსან არს და კეთილ ესე ჴელოვნებაჲ და უაღრეს ყოველთა მათ ხილულთა და ცუდთა ჴელოვნებათა.
ხოლო უკუეთუ ესე ჴელოვნებაჲ დაივიწყონ მდიდართა, უძჳრეს არიან და უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა.
აწ უკუე, საყუარელნო, უკუეთუ მოგუეცეს სიმდიდრე, ესემცა ჴელოვნებაჲ კეთილად წარგჳმართებიეს. ნუ სამკაულთა ვეძიებთ ჴორცთასა და გემოთა და გულისთქუმათა სიჭაბუკისათა; რამეთუ სიჭაბუკე, უფლებული გემოთაგან და გულისთქუმათა და შემკული სამკაულითა შუენიერი-თა, მსგავს არს ქუეყანასა, სავსესა ეკლითა და კუროჲსთავითა, კორდსა და უნაყოფოსა და ყოვლითურთ უჴმარსა და ცეცხლისა მისაფენელად განმზადებულსა. არამედ სულთა ჩუენთა ვზრუნვიდეთ და შევამკობდეთ მოწყალებითა და სიწმიდითა. მივჰფინოთ ცეცხლი იგი სულისაჲ გულთა ჩუენთა და ყოველნივე ბოროტნი გულისთქუმანი შევწუნეთ და ურნატნი იგი გულთა ჩუენთანი განვწმიდნეთ და კეთილად მოვჴნათ, რაჲთა თესლი იგი საღმრთოჲ ნაყოფიერ იქმნას ჩუენ შორის და სიწმიდე ყუაოდის, რო-
1 ლუკ. 6,36.
მელი-იგი ოდეს სიჭაბუკესა შინა აღესრულებოდის, უმეტესისა სასყიდლისა ღირს არს. რამეთუ რომელი-იგი სიბერესა შინა იმარხვიდეს სიწმიდესა, არა ფრიადი აქუს სასყიდელი, რამეთუ ჰასაკისაგანცა აქუს დიდი შეწევნაჲ და უცთომელობაჲ. ხოლო საკჳრველი არს, უკუეთუ ვინ სიჭაბუკესა შინა მძლე ექმნას გულისთქუმასა ჴორცთასა, ვითარცა-იგი ღელვათა შინა რაჲ ვალნ ვინ მყუდროებით, ანუ ცეცხლსა შინამცა არა შეიწუებოდა, ვითარცა-იგი ქმნა ნეტარმან და მჴნემან იოსებ. ესრეთ თუ ვიჴმაროთ სიმდიდრე, კეთილ არს.
ხოლო უკუეთუ არა მოგუეცნენ საფასენი, ეგრეთცა ნუ შევიჭირვებთ, არამედ გჳხაროდენ, რამეთუ აზნაურებით და განსუენებით ვცხონდებით. და ნუ სიმდიდრისათჳს სურვიელ ვართ, არამედ სათნოებათათჳს, რომელ-თა წარმართებაჲ ფრიად უადვილეს იქმნების სიგლახაკესა შინა, ვიდრეღა სიმდიდრესა. იგინი თუ შევიკრძალნეთ და ვიქმნეთ იწროჲსა მის გზისა მიუდრეკელნი მოგზაურნი, მივიწინეთ ფართოებასა ზეცისა სასუფეველისასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.