მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობი 10:8

7. ხომ იცი, რომ არ შემიცოდავს, მაგრამ შენი ხელიდან ვერავინ მიხსნის.8. შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ყველაფერთან ერთად, რაც გარს მარტყია, და შენვე გამანადგურე.9. გაიხსენე, თიხისგან რომ შემქმენი და მტვრად რომ მაქცევ!
იობი თავი 10
8. შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ყველაფერთან ერთად, რაც გარს მარტყია, და შენვე გამანადგურე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 13. „და დანერგო უფალმან ღმერთმან სამოთხე ედემს, აღმოსავალით" (დაბ 2:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. კაცის შექმნის განსაკუთრებულობა (2:7):

...„და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი". შეხედე, როგორ ამ შემწყნარებლობით, ჩვენი სისუსტისთვის მორგებული გამოთქმებით, შექმნის წესიც აჩვენა და განსაკუთრებულობაც, ესე იგი ის, რომ ადამიანურად რომ ვთქვათ, ღვთის ხელებით არის თითქოს გამოსახული, რაზეც სხვა წინასწარმეტყველიც ამბობს: „ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე" (). ხომ, მითხარი, თუ ღმერთს უბრალოდ ებრძანებინა, რომ ადამიანი მიწიდან გამოჩენილიყო, განა ეს ბრძანება არ აღსრულდებოდა? მაგრამ იმისათვის, რომ თვით შექმნის წესით მუდმივი დარიგება მოგვეცა — საკუთარ თავზე ზომაზე მეტი არ ვიფიქროთ — (მოსე) ყოველივეს ასეთი გულმოდგინებით გადმოგვცემს და ამბობს: „შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი, მიწისაგან მტუერი მიწისა".

2. სულის ბუნება და მწვალებელთა უარყოფა

თვით ამაშიც შეამჩნიე (ადამიანისთვის) აღმოჩენილი პატივი. ღმერთი არა უბრალოდ მიწას იღებს, არამედ „მტუერს", მიწის ყველაზე წვრილ, ასე ვთქვათ, ნაწილს, და ამ „მტუერს მიწისაგან" თავისი ბრძანებით სხეულად გარდაქმნის. როგორც თვით მიწის არსება არარსებულიდან წარმოშვა, ისე ახლაც, როცა ინება, „მტუერი მიწისაგან" სხეულად გარდაქმნა. აქ შესაფერისია ნეტარი დავითის სიტყვებით შევძახოთ: **„ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებან...

სრულად ნახვა