მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობი 11:6

5. ნეტავ ღმერთი ალაპარაკდებოდეს და გახსნიდეს ბაგეებს შენს მიმართ!6. გაგიცხადებდა სიბრძნის საიდუმლოებებს, რადგან ორგემაგეა სიბრძნე. იცოდე, რომ დაივიწყა ღმერთმა ზოგიერთი შენი შეცოდება.7. ჩასწვდები შენ ღვთის სიღრმეს? ჩასწვდები ყოვლადძლიერის სრულყოფილებას?
იობი თავი 11
6. გაგიცხადებდა სიბრძნის საიდუმლოებებს, რადგან ორგემაგეა სიბრძნე. იცოდე, რომ დაივიწყა ღმერთმა ზოგიერთი შენი შეცოდება.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. ღვთის დიდება და მართლის განსჯა:

...ბოროტი სახელი შეიძინა. რადგან მრავალი უგუნური უბედურებებზე დაყრდნობით ადამიანის ცხოვრებასაც ცილს სწამებს; ეს იობზეც მოხდა. ამიტომაც ამბობდნენ, თუმცა მასში ბოროტს ვერაფერს ხედავდნენ: „ღირსად შეგემთხჳა შენ უფლისა მიერ, რაჲ-იგი შესცოდე მას“ (). პავლესაც კი ბარბაროზები ბოროტ და ბოროტმოქმედ კაცად მიიჩნევდნენ, რადგან იქედნე მის ხელს ეკიდა. ამიტომაც ამბობდნენ: „რომელი ზღუასა ღათუ განერა, სასჯელმან ცხორებად არა უტევა“ (). სემეიც დავითს ასე უწოდებდა: „კაცი ეგე მოსისხლე“ (), და ამ უბედურების გამო მის შესახებ ასეთი ბოროტი განაჩენი გამოიტანა.

8. ღმრთის სიყვარული და ჭირთა სარგებელი

ამრიგად, რათა თქვენც იგივე არ შეგემთხვეთ, მოდით, ამ საკითხებზე ცოტა ვისაუბროთ. რადგან ბევრისგან მესმის: „ღმერთს რომ ღარიბები უყვარდეს, ღარიბებად ყოფნას არ დაუშვებდა“; და სხვებისგანაც, როცა ხედავენ, რომ ვინმე უძლ...

სრულად ნახვა