მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობი 2:11

10. მიუგო: ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით.11. შეიტყო იობის სამმა მეგობარმა ყველა ეს უბედურება, რაც თავს დაატყდა იობს, და მივიდნენ თავ-თავიანთი ადგილებიდან ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი; შეიყარნენ ერთად, რომ მისულიყვნენ მისასამძიმრებლად და სანუგეშებლად.12. შორიდან გახედეს და ვერ იცნეს, ხმა აიმაღლეს და ატირდნენ. შემოიხია თითოეულმა თავისი მოსასხამი და თავს ზემოთ ცისკენ აპნევდნენ მტვერს.
იობი თავი 2
11. შეიტყო იობის სამმა მეგობარმა ყველა ეს უბედურება, რაც თავს დაატყდა იობს, და მივიდნენ თავ-თავიანთი ადგილებიდან ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი; შეიყარნენ ერთად, რომ მისულიყვნენ მისასამძიმრებლად და სანუგეშებლად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის