მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობი 2:10

9. უთხრა ცოლმა: ახლაც ეჭიდები შენს სიალალეს? ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი!10. მიუგო: ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით.11. შეიტყო იობის სამმა მეგობარმა ყველა ეს უბედურება, რაც თავს დაატყდა იობს, და მივიდნენ თავ-თავიანთი ადგილებიდან ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი; შეიყარნენ ერთად, რომ მისულიყვნენ მისასამძიმრებლად და სანუგეშებლად.
იობი თავი 2
10. მიუგო: ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 127-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მადლიერება ჭირში და დამატებული სიკეთეები:

...აც უფრო მსუბუქი ხდება.

ასე ამბობდა ნეტარი იობიც, როცა წარმოთქვამდა: „უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო“ (). და კვლავ: „უკუეთუ კეთილი იგი მოვიღეთ ჴელისაგან უფლისა, ბოროტი ესე ვერ მოვითმინოთა?“ (). მაგრამ, იტყვი, მე სიმდიდრე არ მომცა. მაშ, ჭრილობაც ნაკლებია. რადგან ერთი და იგივე არ არის, ჯერ სიმდიდრის სიკეთეებით ისარგებლო და შემდეგ მისგან გაშიშვლდე, და ისე იცხოვრო სიღარიბეში, რომ იგი არც კი გამოგიცდია. თუ ბევრი ღარიბი, სხვების უბედურების დანახვისას და საკუთარ მწუხარებასთან შედარებისას, ამ შედარების გამო საკუთარ მდგომარეობას უფრო მძიმედ მიიჩნევს, იფიქრე, რამდენად უფრო მძიმეა გულგატეხილობა, როცა შედარება სხვასთან კი არა, საკუთარ წარსულთან ხდება; რადგან გამოცდილება დაკარგვის შეგრძნებას უფრო მძაფრს ხდის. ამიტომ თავიდანვე უშვილობა უფრო მსუბუქია, ვიდრე ის უშვილობა, რომელიც კარგი შვილების ყოლის შემდეგ მოდის....

სრულად ნახვა