მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობი 29:2

1. განაგრძო იობმა თავისი იგავების თხრობა და თქვა:2. ნეტავ ისე ვიყო, როგორც იმ წარსულ თვეებში, როცა ღმერთი მიფარავდა მე!3. როცა მისი ლამპარი მინათებდა თავზე და მის შუქზე დავდიოდი ბნელში!
იობი თავი 29
2. ნეტავ ისე ვიყო, როგორც იმ წარსულ თვეებში, როცა ღმერთი მიფარავდა მე!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
10.:

...ვ მწვავედ ინახავს. რადგან უბედურებები ყველაზე მეტად მაშინ გვკბენენ, როცა მათ უწინდელ კეთილდღეობებს შევადარებთ; და შედარება ჭრილობას უფრო მძიმეს ხდის. ამასვე ოდესღაც იობიც გოდებით ამბობდა: „ვინმე მყოს მე თუეთა მათებრ პირველთა დღეთა მათ“ (). და იგი აღწერს მთელ სიმდიდრეს და სიკეთეებს, რომლებიც თითქოს წყაროებიდან მოედინებოდა, პატივებს, შემოსავლებს, მთელ ბრწყინვალებას, რათა ამათთან შედარებით ბევრად უფრო მძიმე გამოაჩინოს ახლანდელი და მას თავსდატეხილი საშინელებები. სწორედ ეს გააკეთა ახლა წინასწარმეტყველმაც, როცა სათავსოები გაახსენა; და არც ამით დაკმაყოფილდა, არამედ ისინი მგლოვიარედაც შემოიყვანა. რადგან სიტყვის ეს სახე უფრო გამომსახველია, როცა ამგვარ გაპიროვნებებს ქმნის. ასე, უკვე ვაზებსაც და ღვინოსაც მგლოვიარედ შემოიყვანს, რათა მსმენელებზე უფრო ძლიერ იმოქმედოს და მათ სიჩლუნგეს შეეხოს. რას ნიშნავს: „დაშთე მხოლოჲ“ ()?...

სრულად ნახვა