მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობი 31:15

14. რა ვქნა მაშინ, როცა ადგება ღმერთი? როცა დამკითხავს, რა ვუპასუხო?15. განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?16. თუ ოდესმე მეთქვას უარი ღარიბ-ღატაკის სათხოვარზე და ქვრივის თვალები მოლოდინით დამექანცოს?
იობი თავი 31
15. განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სიმართლე და ლოცვის შესმენის კადნიერება:

...რადგან ამასაც დიდი ყურადღებით გაურბოდა. ამიტომაც ამბობდა: „ანუ თუ ვდრიკე სასჯელი მონისა ჩემისაჲ და მჴევლისა ჩემისაჲ, იშჯიედ რაჲ ჩემ წინაშე?“ (); „ანუ არა, ვითარცა მე, ეგრეცა იგინი იყუნეს საშოსა შინა?“ (). ამრიგად, ესეც უდიდესი უსამართლობაა: ქედმაღალი და ამპარტავანი ყოფნა.

2. ლოცვის სარგებლობა და ღვთის სიახლოვე

რადგან როგორც მომხვეჭელს ვუწოდებთ მას, ვისაც სხვისი ქონების აღება სურს და თავისი არ ჰყოფნის, ასევე ქედმაღალსაც ვუწოდებთ იმას, ვინც მოყვასისაგან იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე ეკუთვნის: როცა კაცი საკუთარ თავს ყოველგვარ პატივს მიაკუთვნებს, სხვას კი უპატიოყოფს. ეს კი არსაიდან სხვაგან არ წარმოიშობა, თუ არა უსამართლობიდან. ხოლო რომ ეს უსამართლობაა, ამას აქედან განსაჯე. ღმერთმა შენც შეგქმნა და ისიც, და ყველაფერი მასთან საზიაროდ და თანასწორად მოგცა. მაშ, როგორ განაგდებ მას და ართმევ იმ პატივს, რომელიც ღმერთმა...

სრულად ნახვა