...როა, — იტყვის ვინმე, — სხვისი ლოცვა, როცა მე თვითონ სათნოდ ვცხოვრობ?" ნურასოდეს იტყვი ამას, კაცო. საჭიროა, და ფრიადაც საჭიროა ლოცვა; რამეთუ მოისმინე ღმერთი, რომელიც იობის მეგობართა შესახებ ამბობს: „იობ, მსახურმან ჩემმან, ილოცოს თქუენთჳს" (), და მოგეტევებათ ცოდვა6; რადგან შესცოდეს, მაგრამ დიდი ცოდვა არ ჩაუდენიათ.
მაგრამ თვით ამ მართალმა, რომელმაც მაშინ ლოცვით იხსნა თავისი მეგობრები, იმ ჟამს, როცა იუდეველები იღუპებოდნენ, ვეღარ შეძლო მათი ხსნა. და ამის შესატყობად მოისმინე ღმერთი, რომელიც წინასწარმეტყველის მიერ ამბობს: „და უკეთუ იყვნენ სამნი ესე კაცნი შორის მისსა: ნოე, იობ და დანიილ, ... უკუეთუ ძენი მათნი, ანუ ასულნი ცხონდენ" (); რადგან ბოროტებამ გადაძალა; და კვლავ: „უკუეთუ დადგეს მოსე და სამუილ წინაშე ჩემსა" (). და იხილე, როგორ ითქმის ეს ორი წინასწარმე...