მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობი 7:1

1. კაცის ცხოვრება ჯარის სამსახურია ამქვეყნად, მისი დღეები ქირისკაცის დღეებია.2. როგორც მონას სწყურია ჩრდილი და როგორც ქირისკაცი ელის გასამრჯელოს,
იობი თავი 7
1. კაცის ცხოვრება ჯარის სამსახურია ამქვეყნად, მისი დღეები ქირისკაცის დღეებია.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთისმოსაობის გზა და წერილით გამტკიცება:

...საჭირველ გზაჲ"** ()? ან ის, ვინც ისმინა: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს" ()? თუ იმ დროშიც იობი ამბობდა: „განსაცდელი არსა ცხორებაჲ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა" (), ახლა მით უფრო არა? ამბობს: „ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ, აცთუნებდენ და სცთებოდიან" (). ნურაფერი შეგაძრწუნებს ამათგან, ამბობს: თუკი ისინი კეთილდღეობაში არიან, შენ კი განსაცდელებში, საქმის ბუნება ასეთია.

ჩემი მაგალითიდან შეგიძლია ისწავლო, რომ შეუძლებელია კაცი, რომელიც ბოროტებს ებრძვის, ჭირში არ იყოს. შეუძლებელია მოკრივე ფუფუნებაში იყოს; შეუძლებელია მოჭიდავე ნადიმობდეს. ამიტომ ნურცერთი მოღვაწე განსვენებას ნუ ეძიებს და ნურავინ ეძებს უდარდელ ყოფას. აწმყო კვლავ არის ბრძოლა, ომი, ჭირი, შევიწროება, განსაცდელის ადგილი, მოღვა...

სრულად ნახვა