მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობი 9:33

32. რადგან ის ჩემსავით ადამიანი კი არის, რომ პასუხი მივაგო და ერთად წავიდეთ სამსჯავროში.33. არ არის ჩვენს შორის შუამავალი, რომ ორივეს დაგვადოს თავისი ხელი.34. გამარიდოს თავის კვერთხი და ნუღარ შემზარავს მისი შიშისზარი!
იობი თავი 9
33. არ არის ჩვენს შორის შუამავალი, რომ ორივეს დაგვადოს თავისი ხელი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სასჯელში გამოვლენილი ღმრთის კაცთმოყვარეობა:

...ამასვე ითხოვს იობიც: თუმცა მასზე წერია „იყო კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა“ (), იგი ამბობს: „იყო ხოლო თუმცა ვინ შუამდგომელ და მამხილებელ და რომელმანცა ისმინა შორის ჩუენსა“ (); ხოლო როცა ღმერთი გამოეცხადა, თქვა: „პირზე მაქვს ხელი მიდებული“ (), მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი წინ იწვევდა და ეუბნებოდა: „ნუ ეგრე, არამედ შეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი შენი“ (). იუდეველებსაც ამას საყვედურობს, როცა ამბობს: „რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ?“ () და „მთავართა თქუენთა იუსჯულოეს ჩემდამო“ (). ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ უფრო მძიმე განაჩენი კი არ გამოიტანოს, არამედ ისინი საკუთარი ცოდვების შეგრძნებასა და აღიარებაში შეიყვანოს და შემდეგ შენდობა მისცეს, რათა ასე დაინახონ მისი კეთილმოქმედების სიდიდე.

ამიტ...

სრულად ნახვა