მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იონა 3:7

6. შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა.7. გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს.8. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული.
იონა თავი 3
7. გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 1. შეგონებითი სიტყვა დიდი მარხვის დადგომისას
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მარხვის მაგალითები საღვთო წერილში:

...იდედ აქცია (დან 6:16–23, 14:30–39), არა ბუნების შეცვლით, არამედ განწყობის ცვლილებით, თუმცა მათი ნადირული ბუნება იგივე დარჩა. ნინეველებმაც მარხვით უფლის განაჩენი აიცილეს, ადამიანებთან ერთად უტყვი ცხოველებიც ამარხულეს რა, და ამგვარად, ყველანი ბოროტი საქმეებისგან განეშორნენ და სამყაროს მეუფე კაცთმოყვარეობისკენ მოაქციეს (). მაგრამ რისთვის მივმართავ ჯერ კიდევ მონებს (შეგვიძლია მრავალი სხვაც ჩამოვთვალოთ, ვინც მარხვით განითქვა ძველ და ახალ აღთქმაში), როდესაც ჩვენ ყველას საერთო მეუფეზე უნდა მივუთითოთ? თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ, ეშმაკთან ბრძოლა დაიწყო და ჩვენ ყველას მაგალითი მოგვცა, რომ ჩვენც იმავე მარხვით შევიარაღებულიყავით და ამით ძალა მოგვეპოვებინა, ეშმაკთან ბრძოლაში შეგვესვლა (). მაგრამ აქ, შესაძლოა, ვინმე მახვილი და ცოცხალი გონებისა იკითხოს: რატომ მარხულობს მეუფე იმდენივე დღეს, რამდენსაც მონები, და არა მეტს? ეს არა უბრალოდ და არა ამაოდ მოხდა, არამედ ბრძნულად და მისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით. რათა არ ეფიქრათ, თითქოს იგი მოჩვენებითად გამოცხადდა და ხორცი არ მიიღო, ან ადამიანური ბუნება არ ჰქონდა, ამისთვის იმდენივე დღე იმარხულა და არა მეტი, და ამგვარად, კამათის მოყვარეთა...

სრულად ნახვა