თარგმანი: ძმის მკლველ უწოდს მათ სახელითა კაენისითა, რამეთუ მათ მიერ განსწავლულთა მათ სულებსა მომკლველ ექმნებიან. ხოლო ბალაამს მიამსგავსებს, რამეთუ, ვითარ-იგი პეტრეცა და აწ იუდა ცხად ჰყოფენ კათოლიკეთა თჳსთა შინა, უნდა ბალამს, რაჲთა წყევითა ისრაელისაჲთა ფრიადნი საფასენი მოიხუნეს სასყიდლად ბალაკისაგან, და ამისთჳს წარვიდა წყევად, ხოლო უფალმან უნებლიეთ კურთხევაჲ აღმოათქუმია. ეგრეთვე ბოროტნი იგი სიმონიანნი და ნიკოლაელნი სასყიდლით ვაჭრობდეს მოძღურებისა მის თჳსისა საცთურსა. ხოლო კორეეთ ამას ზედა მოიხუამს სახედ, რამეთუ, ვითარ-იგი მათ თავით თჳსით ჴელყვეს მღდელობად თჳნიერ ბრძანებისა ღმრთისა, ეგრეთვე ესენი უჴდებოდეს მოციქულთა ქრისტესთა, ვითარ კორეეთნი აჰრონს.
იუდა 1:11
10. ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პირუტყვებმა, იმითვე იხრწნიან თავს.11. ვაი მათ, რადგან კაენის გზას დაადგნენ, საზღაურისთვის აჰყვნენ ბალაამის საცთურს და ურჩობით დაიღუპნენ, როგორც კორე.12. ისინი არიან თქვენი სიყვარულის სერობათა შემბილწველნი, დაურიდებლად რომ ილხენენ თქვენთან ერთად და თავიანთ თავს მასპინძლობენ; უწყლო ღრუბელნი, ქარის მიერ მიმოფანტულნი, შემოდგომის უნაყოფო ხენი, ორგზის გამხმარნი, ფესვებითურთ ამოძირკვულნი;
იუდა თავი 1