მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იუდა 1:14

13. ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.14. მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით,15. რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი.
იუდა თავი 1
14. მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით,
თავი ბ̂. ვაებაჲ მათი საცთურებისათჳს და უშჯულოებისა და სიბილწისა და გმობისა და მოპოვნებულისა ორგულებისა. მედგრობით მიღებისათჳს ქრთამისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: წინაჲსწარმეტყუელა მათთჳს მეშჳდემან ადამისითგან ენუქ და თქუა: აჰა ესერა მოვიდა უფალი ბევრეულითა წმიდათა მისთაჲთა ყოფად საშჯელისა ყოვლისათჳსვე და მხილებად ყოველთა უღმრთოთა მათთა, ყოველთათჳს საქმეთა უღმრთოებისა მათისათა, რომელთა უშჯულოებდეს, და ყოველთათჳს სიტყუათა ფიცხელთა, რომელთა იტყოდეს მისთჳს ცოდვილნი უღმრთონი (1,14-15).:

თარგმანი: ესე არს წამებაჲ იგი, რომლისათჳს იტყოდა დაწყებასა სიტყუათაჲსა, ვითარმედ: შემოვიდენ კაცნი, რომელნი პირველვე წერილ იყვნეს. ხოლო წამებაჲ ესე ენუქის მიერი — გინა თუ ფრიად დაფარულთა და ჩუენდა უცნაურთა წიგნთაგან აღმოეკითხა მოციქულსა, გინა თუ უწყებითა სულისა წმიდისაჲთა დაწერა და ყოფადითა მით მოსლვითა უფლისაჲთა შეაძრწუნებს მწვალებელთა, რომელნი უარჰყოფენ მერმესა მას საშჯელსა, ვითარმედ უეჭუელად მიეჴადების მათ პატიჟი ბოროტთა საქმეთა და სიტყუათა გმობისა მათისათაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის