თარგმანი: რაოდენ პატიოსან იყო წინაშე იუდაჲსსა მონებაჲ ქრისტესი, ეგოდენვე შეიმკვების ძმობითა იაკობისითა, რომელნი-ესე ზოგად სახელ-იდებოდეს ძმა უფლისა ძეობისათჳს იოსებისსა, რამეთუ ესენი ჴორციელად ბუნებით შვილ იყვნეს იოსებისსა, ხოლო უფალი სიტყჳთ ოდენ ითქუმოდა ვიეთგანმე მითხოვისა მისთჳს ქალწულისა. ესრეთ უკუე, რომელთა მიმართ მისწერს, სამართლად მოაჴსენებს იუდა, ვითარმედ მადლით განწმედილ არიან ღმრთისა მიერ მამისა, მოვლინებითა ძისაჲთა და ნიჭითა სულისა წმიდისაჲთა. ამისთჳს უჴმს, რაჲთა საქმით ღირს იქმნენ ჩინებისა მის, განმრავლებითა მათ შორის წყალობისა და მშჳდობისა და სიყუარულისაჲთა.
იუდა 1:2
1. იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა, - მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის.2. წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გიმრავლოთ.3. საყვარელნო, რაკიღა მთელი გულმოდგინებით ვცდილობ მოგწეროთ ჩვენი საერთო ხსნის თაობაზე, საჭიროდ ვცანი მომეწერა შეგონება: იღვწოდეთ რწმენისათვის, ერთხელ რომ მიეცა წმიდათ.
იუდა თავი 1