თარგმანი: ვინაჲთგან ყოველი შეუძლებელი კაცთაგან ღმრთისა მიერ შესაძლებელ არს, ამისთჳს მის მხოლოჲსა მიმართ გუამცნებს დადებად ყოველსა სასოებასა ჩუენსა, და რაჲთა მას ვევედრებოდით შეუცოდებელად დაცვად ჩუენდა, ვიდრე ჟამადმდე წარდგომისა ჩუენისა მის წინაშე დღესა მას დიდებით მეორედ მოსლვისასა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელსა შინა ყოველნივე იგი მხიარულ არიან, რომელნი მკჳდრობასა მას საწადელსა ღირს იქმნენ ნაწილსა მარჯუენეთასა, რომელსა ღირსმცა ვართ ჩუენ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და წყალობითა ბუნებითისა მის სიბრძნისა, უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ და სიმდიდრე, სიმტკიცე და ჴელმწიფებაჲ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, პირველ ყოველთა საუკუნეთა, და აწ და დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა, უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
იუდა 1:24
23. ზოგიერთი ცეცხლს გამოსტაცეთ და იხსენით: ზოგის მიმართაც შიშნარევი სიბრალული გქონდეთ. გძულდეთ ხორცისაგან შებღალული თვით სამოსელიც.24. ხოლო ვისაც შეუძლია დაცემისაგან დაგიცვათ და უმწიკვლონი სიხარულით დაგადგინოთ თავისი დიდების წინაშე,25. ღმერთს, ერთსა და ბრძენს, მაცხოვარს ჩვენსას უფალ იესო ქრისტეს მიერ, დიდება და სიდიადე, ძალა და ხელმწიფება, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იუდა თავი 1