მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი დ̂. ლოცვაჲ სიწმიდისათჳს მათისა და უბიწოებისა დიდებისმეტყუელებითურთ ღმრთისაჲთ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

მოციქულისაჲ: გძულდინ ჴორცთაგან შეგინებულიცა იგი სამოსელი (1,23).

თარგმანი: სამოსელ კაცისა არს ქცევაჲ საქმითი და მოქალაქობისა მისისა ცხორებაჲ, ვითარ-იგი ცხად ჰყოფს "რომელსა არა აქუნდა საქორწინე სამოსელი" (), ესე იგი არს ღირსებაჲ საქმეთაჲ, ცხორებად საუკუნოდ შემყვანებელთაჲ. ამისთჳს აწ მოციქული შეგინებულად სამოსელად უწოდს საქმეთა ბილწებისათა, რომელნი ჴორცთა მიერ ჩუენთა აღესრულებიან, — სიძვაჲ და არაწმიდებაჲ და შეგინებაჲ, რომელსა ჰყოფდეს სიმონიანნი, რომლისაგან გუამცნებს მოციქული სიძულილითა სრულითა განყენებად, რამეთუ ვითარცა სათნოებათა მიერ მოქსოილი იგი სამოსელი სულნელ და შუენიერ არს, ეგრეთვე ცოდვათა მიერ შემწინკულებული — სულმყრალ და უშუერ არს და ღირს ყოვლისა სიძულილისა.

მოციქულისაჲ; ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამარხვად თქუენდა შეუცოდებელად და დადგინებად წინაშე დიდებისა თჳსისა უბიწოთა სიხარულით, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა მაცხოვარსა ჩუენსა დიდებაჲ და სიმდიდრე, სიმტკიცე და ჴელმწიფებაჲ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და აწ და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ (1,24-25).

თარგმანი: ვინაჲთგან ყოველი შეუძლებელი კაცთაგან ღმრთისა მიერ შესაძლებელ არს, ამისთჳს მის მხოლოჲსა მიმართ გუამცნებს დადებად ყოველსა სასოებასა ჩუენსა, და რაჲთა მას ვევედრებოდით შეუცოდებელად დაცვად ჩუენდა, ვიდრე ჟამადმდე წარდგომისა ჩუენისა მის წინაშე დღესა მას დიდებით მეორედ მოსლვისასა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელსა შინა ყოველნივე იგი მხიარულ არიან, რომელნი მკჳდრობასა მას საწადელსა ღირს იქმნენ ნაწილსა მარჯუენეთასა, რომელსა ღირსმცა ვართ ჩუენ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და წყალობითა ბუნებითისა მის სიბრძნისა, უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ და სიმდიდრე, სიმტკიცე და ჴელმწიფებაჲ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, პირველ ყოველთა საუკუნეთა, და აწ და დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა, უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > იუდა მოციქულისა წიგნი კათოლიკე > თავი დ̂. ლოცვაჲ სიწმიდისათჳს მათისა და უბიწოებისა დიდებისმეტყუელებითურთ ღმრთისაჲთ