მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ქებათა-ქება სოლომონისა 2:10

9. ვამსგავსე მეტრფე ჩემი ნიამორს ანუ ირმის ნუკრს. აჰა, დგას იგი ჩვენს ზღუდის უკან, სარკმელში იჭვრიტება და ილანდება ცხაურებს შორის.10. მომიგებს მეტრფე ჩემი და მეტყვის: ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!11. რადგან აჰა, მიიწურა ზამთარი, ჟამი ნიაღვრისა გრდახდა, თავისთვის წავიდა.
ქებათა-ქება სოლომონისა თავი 2
10. მომიგებს მეტრფე ჩემი და მეტყვის: ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ქვრივის სასოება და ობოლთა აღზრდა:

...ჩემდამო და სცხოვნდეთ"** (). ხოლო თუ ვინმე ქებათა წიგნიდანაც მოისურვებს სიტყვის გამორჩევას, მოისმენს — თუკი ამ სიტყვებს უფრო საიდუმლოდ გაიგებს — როგორ ესაუბრება ღმერთი თითოეულ მისთვის შესაფერის სულს: „შუენიერო ჩემო" (), „ტრედო ჩემო" ().

რა არის ამ სიტყვებზე უფრო ტკბილი? ხედავ ღმერთის საუბარს ადამიანებთან? და კიდევ, მითხარი: განა ვერ ხედავ, იმ ნეტარ ქალთა რამდენი შვილი გარდასულა და სამარეებში განისვენებს? რამდენმა კიდევ უფრო მძიმე რამ განიცადა და ქმრებთან ერთად შვილებიც დაკარგა? ამისკენ მივაპყროთ ყურადღება, ამაზე ვიზრუნოთ; და არაფერი გვექნება სამწუხარო, არამედ მთელ დროს სულიერი სიხარულით გავატარებთ და საუკუნო სიკეთეებს მივიღებთ; ნეტავ, ყველამ მივაღწიოთ მათ.1...

სრულად ნახვა