მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ქებათა-ქება სოლომონისა 2:14

13. ლეღვმა გამოიღო თავისი ყვავილი, ვაზის ყვავილი სურნელებით ფშვენს. ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!14. შენ, ჩემო მტრედო, შეხიზნულო ხეობის კლდეთა შორის! მიჩვენე პირი შენი, მასმინე ხმა შენი! რადგან ტკბილია ხმა შენი და პირი შენი - მშვენიერი.15. დაგვიჭირეთ პატარა მელიები, ვენახთა მომსპობი, რადგან ჰყვავის ვენახები ჩვენი.
ქებათა-ქება სოლომონისა თავი 2
14. შენ, ჩემო მტრედო, შეხიზნულო ხეობის კლდეთა შორის! მიჩვენე პირი შენი, მასმინე ხმა შენი! რადგან ტკბილია ხმა შენი და პირი შენი - მშვენიერი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ქვრივის სასოება და ობოლთა აღზრდა:

...). ხოლო თუ ვინმე ქებათა წიგნიდანაც მოისურვებს სიტყვის გამორჩევას, მოისმენს — თუკი ამ სიტყვებს უფრო საიდუმლოდ გაიგებს — როგორ ესაუბრება ღმერთი თითოეულ მისთვის შესაფერის სულს: „შუენიერო ჩემო" (), „ტრედო ჩემო" ().

რა არის ამ სიტყვებზე უფრო ტკბილი? ხედავ ღმერთის საუბარს ადამიანებთან? და კიდევ, მითხარი: განა ვერ ხედავ, იმ ნეტარ ქალთა რამდენი შვილი გარდასულა და სამარეებში განისვენებს? რამდენმა კიდევ უფრო მძიმე რამ განიცადა და ქმრებთან ერთად შვილებიც დაკარგა? ამისკენ მივაპყროთ ყურადღება, ამაზე ვიზრუნოთ; და არაფერი გვექნება სამწუხარო, არამედ მთელ დროს სულიერი სიხარულით გავატარებთ და საუკუნო სიკეთეებს მივიღებთ; ნეტავ, ყველამ მივაღწიოთ მათ.1

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, ს...

სრულად ნახვა