მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:13

12. სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში;13. რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში,14. ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები;
კოლასელთა მიმართ თავი 1
13. რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში,
თავი ბ̂. ლოცვაჲ მათთჳსვე სიბრძნისათჳს სულიერისა და მოღუაწებისა საქმეთა მიერ, და ძალისათჳს მოთმინებისა მადლობითურთ და თჳსებისა მისთჳს სიწმიდით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა, რომელმან ღირს-მყვნა ჩუენ ნაწილსა მას მკჳდრობისა წმიდათასა ნათელსა შინა, რომელმან მიჴსნნა ჩუენ ჴელმწიფებისა მისგან ბნელისა და მიმცვალნა ჩუენ სასუფეველსა ძისა მისისა საყუარელისასა (1,12-13).:

თარგმანი: ესე არს გულისსიტყუაჲ, რომელი ძალ-სცემს კაცსა თავს-დებად ყოველთა განსაცდელთა შემთხუევასა, რაჟამს იწურთიდეს, თუ საწუთროთა ამათ წილ ჭირთა და შრომათა ვითარი ნაწილი მკჳდრობისა წმიდათაჲსაჲ განმზადებულ არს ჩუენთჳს, რომელსა ვერცა ერთი ვნებათაგანი ამის ჟამისათაჲ ენაცვალების, არათუმცა იგი თავადი ღირს გუყოფდა ჩუენ კეთილთა მათ ბუნებისა უზეშთაესთა სიმდიდრითა თჳსთა სახიერებათაჲთა, ხოლო ნათელ და სამკჳდრებელ წმიდათა უწოდიან უსრულესსა მას გამოცხადებითსა მეცნიერებასა მერმისა მის საუკუნოჲსასა. ესრეთ ყოველივე ნიჭი საუკუნეთა კეთილთაჲ ზეშთა-აღემატების საზომსა ჩუენისა უბადრუკებისასა, ვითარ ჴელმწიფებასა და მძლავრებასა შინა საეშმაკოჲსა მის ბნელისასა მყოფნი არა ხოლო გამომიჴსნნა, არამედ სასუფეველად საუკუნოდ მიმცვალნა, რამეთუ ნათელი იგი მერმე ზოგს-რე აქაცა მოგუფინა სარწმუნოებითა ქრისტესითა, არამედ აქაჲთ სასუფეველად მიმცვალებს, რომელსა ამისთჳს ეწოდების ძისა მისისა საყუარელისა, რამეთუ განჴორციელებითა მისითა მოგუემადლა ცხორებაჲ საუკუნოჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის