მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:14

13. რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში,14. ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები;15. ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი,
კოლასელთა მიმართ თავი 1
14. ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები;
თავი გ̂. ქრისტეს მიერ გამოჴსნისათჳს და დაბადებისა და განახლებისა, შეერთებითა ღმრთეებისაჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლისაგან მაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ (1,14).:

თარგმანი: რაჲთა არა, რაჟამს გესმოდის, ვითარმედ "მამაჲ მიმცვალებს სასუფეველად", უდარეს ჰგონო ძე მამისა, ამისთჳს პირველი საქმე ძესა განუკუთნა, და შემდგომი — მამასა, რამეთუ პირველი ესე იყო, რაჲთა გამომიჴსნნეს ცოდვისაგან, და საჴსარ განმართლებისა ჩუენისა ყოს სისხლი თჳსი, ვინაჲთგან, არათუმცა მოტევებულ იყვნეს ჩუენდა ცოდვანი, და გამოვეჴსნენით მონებისაგან ეშმაკისა, არამცა ღირს ქმნილ ვიყვენით შესლვად სასუფეველსა. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ ყოველი ნიჭი ზეგარდამოჲ ზოგადი არს სამგუამოვნებისა წმიდისა სამებისაჲ, დაღაცათუ თჳსაგან განეკუთნვის ძესა საიდუმლოჲ ჴორცთშესხმისაჲ, რომელი ჯერ-ჩინებითა მამისაჲთა და მოსლვითა სულისა წმიდისაჲთა იქმნა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის