თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო მტერისა მიერითა მძლავრებითა, არამედ თჳთ ნებსითითაცა აღრჩევითა და ბოროტთა საქმეთა მიდევნებითა უცხო ქმნილ და მტერ ღმრთისა ვიყვენით კაცნი, და ამისთჳს — არა ღირს წყალობისა და დაგებისა, რამეთუ არა ხოლო ბოროტითა ნებითა, არამედ უბოროტესთა საქმეთა მოქმედებითა შეპყრობილ ვიყვენით, არათუმცა მას სახიერსა სიმდიდრითა წყალობათა თჳსთაჲთა საჴსრად ჩუენდა მიეცნეს შეუხებელნი იგი ბრალისა და ცოდვისანი ყოვლად წმიდანი ჴორცნი თჳსნი, სიკუდილითა მწარითა და დასაშჯელითა, რომლისა მიერ არა ხოლო გამომიჴსნნა ტყუეობისაგან, არამედ წმიდად და უბრალოდ წარმადგინნა წინაშე მისსა, რამეთუ თჳთ იგივე არს მოქმედი დაგებისაჲ, არა ანგელოზთა, არცა მამშჳდებელთა მიერ, არამედ გუამითა მით ჴორცთა თჳსთაჲთა, და იგივე არს ჩუენ მიერ განრისხებული და მსაჯულად ჩუენდა მჯდომარე და ჴელმწიფე განმართლებისა და დაშჯისა ჩუენისაჲ, ბუნებითა მით ღმრთეებისა თჳსისაჲთა; ამისთჳსცა ესევითართა წარმადგენს წინაშე თჳსსა, განწმედილთა და უბრალოთა, რაჲთა ღირს ვიყვნეთ მოღებად ნიჭთა თუალუხუავისა მისგან მართლმსაჯულობისა მისისა.
კოლასელთა მიმართ 1:22
21. და თქვენც, ოდესღაც უცხოქმნილნი თუ გონებით მტერნი, უკეთურ საქმეთაკენ მიდრეკილნი,22. აწ მისი სიკვდილით შეგირიგათ მისსავე ხორციელ სხეულში, რათა წმიდანი, უბიწონი და უბრალონი წარგადგინოთ თავის წინაშე,23. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.
კოლასელთა მიმართ თავი 1