თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რომლისა ვიქმენ მე მსახურ განგებულებითა ღმრთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, თქუენდა მიმართ, აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა. ესე იგი არს, ვითარმედ: განგებულებითა ღმრთისაჲთა იქმნების ჩემ ზედა, და არა დატევებით, არცა განწირვით მიშუებულ არს ჩემი შთავრდომაჲ ჭირსა, არამედ, რაჲთა უფროჲს მათ ყოველთასა დავშურე, რომელნი ჩემ თანა ქადაგებენ სახარებასა, და ამის მიერ იხილოთ თქუენ ჭირთა ამათ შინა მხიარულებით ყოფაჲ ჩემი, და დაიმტკიცოთ გონებათა შინა თქუენთა უეჭუელ ყოფაჲ მერმისა მის სასყიდლისა კუალად-გებისაჲ, რომელსა მე ვიქადაგებ თქუენ. რამეთუ არათუმცა ესე უწყოდე, არამცა ცუდად მიხაროდა შემაწუხებელობასა შინა ამათ ტკივილთასა, რომლითა უფროჲს აღესრულების სიტყუაჲ ღმრთისაჲ (ცხად არს, ვითარმედ — ჯერეთ უსრული). ესე იგი არს, რომელ მან თავადმან თქუა, ვითარმედ: იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა.
კოლასელთა მიმართ 1:25
24. ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია.25. ხოლო მე მისი მსახური გავხდი ღვთის განგებულებით, რომელიც მომენდო თქვენთვის, რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა, -26. საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან, ხოლო აწ გაცხადებული მის წმიდათათვის,
კოლასელთა მიმართ თავი 1